USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
ხანძარი გაგრაში- წვიმის იმედად დარჩენილი მოსახლეობა
თარიღი:  1041

გაგრის რაიონში ტყის ხანძარი კვლავ მძვინვარებს. გუშინდელიდან მოყოლებული გაგრაში წვიმს, თუმცა ხანძრის კერები კვლავ რჩება ქალაქის და დასახლებული პუნქტების უშუალო სიახლოვეს.

ადგილობრივი მედიასაშუალების “აფხაზეთი დღეს” ცნობით, გაგრის ჩრდილო-დასავლეთით არსებული ხანძრის კერა დასახლებული პუნქტებისკენ მიიწევს.

“ხანძარი უახლოვდება სანატორიუმ “მოსკოვს””, – ნათქვამია მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცნობაში.

სანატორიუმი “მოსკოვი” მდებარეობს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, მდინარე ჟვავიაკვარას მარჯვენა სანაპიროზე. სწორედ იქ, სადაც ამჟამად ხანძრის ძირითადი კერაა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრის განცხადებით, რუსეთისთვის ვერტმფრენების თხოვნას აზრი არ აქვს, რადგან საფრენი აპარატისთვის საწვავი ოკუპირებულ რეგიონში არ აქვთ. მისი თქმით, აფხაზ მეხანძრე-მაშველებს მხოლოდ წვიმებისა და თოვლის იმედი აქვთ.
 
ტყის ხანძრები აფხაზეთში 4 იანვრის საღამოს დაიწყო. თავდაპირველად ცეცხლის კერები დაფიქსირდა გალის, გაგრის, გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონებში, თუმცა პირველ ეტაპზე, ხანძრის ყველაზე ძლიერი კერა გალის რაიონში იყო. გალში დე ფაქტო მთავრობის ცნობით, ხანძარი 9 სოფლის ტერიტორიაზე გავრცელდა და დაიწვა სამი სახლი.

გალის შემდეგ, ცეცხლის ძლიერი კერები დაფიქსირდა გაგრის რაიონში, სადაც მაღალმთიანი ფიჭვნარი იწვის. გაგრის რაიონში ტყის ხანძარი 6 იანვრის ღამეს დაიწყო და სხვადასხვა ინტენსიობით დღემდე გრძელდება.

მიუხედავად თბილისის შეთავაზებისა, ხანძრებთან გამკლავებას დე ფაქტო აფხაზეთი დამოუკიდებლად ცდილობს. ცეცხლის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამ დრომდე არ ჩართულა რუსეთიც, რომელსაც დე ფაქტო აფხაზეთთან ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცე და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის