USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
„ხალხმა დამიწყო ყვირილი, გააჩერეო...“ - რას ამბობს ავტობუსის მძღოლი დაჭრის შესახებ
дата:  423

თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტობუსში კაცი დაჭრეს. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.

 დაჭრილი 70 წლამდე კაცია, ხოლო თავდამსხმელი 40 წლამდე კაცია. დაჭრილს დაზიანება მხრის არეში აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ავტობუსის მძღოლი ამბობს, რომ მას ჩხუბის ხმა არ გაუგია. 

„ჩხუბის ხმა საერთოდ არ გამიგია. ხალხმა დამიწყო ყვირილი, ავტობუსი გააჩერეო და გავაჩერე.  ვერ დავინახე, მე უკვე ცხელ ხაზზე ვრეკავდი. სასწრაფოც უკან მომდევდა. დაახლოებით 40 და 60 წლის კაცები იყვნენ“,- ამბობს ავტობუსის მძღოლი.

თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს.

Тбилиси
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати