USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Tbilisi
ხალხის ძალის განცხადება - ამერიკისა და ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურები... პირდაპირ აფინანსებენ ლიბერალურ ფაშიზმს
Date:  498

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას ავრცელებს. თბილისი პოსტი-ი მას უცვლელად გთავაზობთ.

„საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ მშრალი ფაქტები გლობალური ომის პარტიის შესახებ, რომელიც საქართველოში თავისი მიზნების მისაღწევად ამერიკისა და ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებს იყენებს:
- აფინანსებს „სირცხვილიას“, „დროას“, „ფრანკლინის კლუბს“ და სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებებს;
- ანუ პირდაპირ და თავხედურად აფინანსებს პოლარიზაციას - როცა ამბობ, რომ პოლარიზებულ ქვეყანას კანდიდატის სტატუსს არ მიცემ და თან პოლარიზაციას აფინანსებ, კარგად ჩანს, რომ კანდიდატის სტატუსს, როგორც ერთმა კოლეგამ თქვა, მხოლოდ ანკესის კაუჭზე წამოცმული ჭიასავით იყენებ;
- პირდაპირ აფინანსებს ლიბერალურ ფაშიზმს, როგორც ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავების მთავარ ინსტრუმენტს;
- ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს, ნაციონალ ნინო ლომჯარიას ბრეჟნევივით კიდებს ორდენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით;
- იმის შიშით, რომ ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონმა პოლარიზაციისა და ლიბერალური ფაშიზმის დაფინანსება შეიძლება გააშიშვლოს, აგენტურის მეშვეობით აორგანიზებს პროტესტს ამ კანონის წინააღმდეგ;
- ევროპაში ინახავს ქართული ჯარის, ქართველი ბიზნესმენებისა და ევროპელი პენსიონერების ძარცვის ხარჯზე გამდიდრებულ კრიმინალ კეზერაშვილს, რომელსაც საქართველოში პოლარიზაციას შავი ფულით აფინანსებინებს;
- განსაკუთრებულ მხარდაჭერას გამოხატავს ნაცმოძრაობის და სხვა მაპოლარიზებელი პარტიების მიმართ. თითქმის ყველა ამერიკული და ევროპული სტრუქტურის კარი ღიაა ბოლშევიკური ტროიკისთვის - ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიასთვის, რომელიც ყველაზე აგრესიული და მაპოლარიზებელი რიტორიკით გამოირჩევა;
- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ენჯეოების მეშვეობით, მათ შორის პარალელურის ხმის დათვლის გაყალბებით, გაყალბებულად აცხადებს გაუყალბებელ საპარლამენტო არჩევნებს და არ ცნობს პარლამენტის ლეგიტიმაციას;
- ხელისუფლებას თავს ახვევს 19 აპრილის შეთანხმებას, რომლის მთავარი მიზანი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ნაცმოძრაობისთვის ძალაუფლების დაბრუნების კიდევ ერთი შანსის მიცემაა;
- დემონსტრაციულად არ ემიჯნება მაპოლარიზებელი პოლიტიკოსებისა და ენჯეოების რიტორიკას, რომელიც სანქციების დაწესებისკენ, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნისა და მეორე ფრონტისკენ არის მიმართული;
- უსამართლოდ არ გვაძლევს კანდიდატის სტატუსს და ღია მხარდაჭერას უცხადებს ამ უსამართლობაზე დაფუძნებულ მიტინგებს მთავრობის წინააღმდეგ, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, სცენაზე გამოყავს მის მიერ ყველაზე გულუხვად დაფინანსებული ენჯეოები;
- არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის ხელისუფლების რესურსებით, საქართველოში ჩამოჰყავს მთავარი მაპოლარიზებელი, მიხეილ სააკაშვილი;
- ევროპარლამენტს 400-500 ხმით ამტკიცებინებს რეზოლუციებს, რომლებითაც ითხოვს ორი მთავარი მაპოლარიზებლის, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას;
- იმავე რეზოლუციებით ითხოვს ბიძინა ივანიშვილის დასჯას, რომლის ფაქტორი საქართველოში პოლარიზაციის წარმატების პრევენციაში გადამწყვეტ როლს ასრულებს;
- პოლარიზაციის გასაღვივებლად, ყველანაირად ცდილობს მმართველობის სისტემის სტიგმატიზაციას ისეთი ტერმინებით, როგორიცაა „დემოკრატიული უკუსვლა“, „სახელმწიფოს მიტაცება“, „ოლიგარქიზაცია“, „კლანი“ და ა.შ.
ეს არის გლობალური ომის პარტიის პოლარიზაციისკენ მიმართული ქმედებების მხოლოდ არასრული ჩამონათვალი, რომლებსაც ის ამერიკული და ევროპული ოფიციალური სტრუქტურების მეშვეობით ახორციელებს.
რა მიზანს ემსახურება პოლარიზაციის და სახელმწიფოს დასუსტების გამუდმებული მცდელობები, ამაზე დასკვნების გამოტანა საზოგადოებისთვის მიგვინდია.
ყოველ შემთხვევაში, ჩვენ თავს უნდა დავუსვათ შეკითხვა - ხომ არ არის საქართველოს უკრაინიზაცია, ანუ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ის მთავარი მიზანი, რომლისკენაც ქართული პოლიტიკის ხელოვნური პოლარიზაცია არის მიმართული?“, - წერია განცხადებაში.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way