USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
ხაბაროვსკი: - "პუტინი ბოროტმოქმედია“, „გადადექი“
თარიღი:  1603

რუსეთის შორეული აღმოსავლეთის რეგიონებში გამართულ აქციებს ათობით ათასი ადამიანი შეუერთდა. დემონსტრანტები ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას აკრიტიკებენ, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ხაბაროვსკელებს და ხაბაროვსკის ოლქის დაპატიმრებული გუბერნატორს, სერგეი ფურგალს. აქტივისტები აცხადებენ, რომ გუბერნატორის დაკავებას პოლიტიკური მოტივი აქვს საფუძვლად.

„პუტინი ბოროტმოქმედია“, „გადადექი“ - სკანდირებდნენ ისინი.

ოფიციალური უწყებები აცხადებენ, რომ აქციებს 6 500-მდე ადამიანი შეუერთდა, ზოგიერთი მედიასაშუალებისა და ოპოზიციონერი აქტივისტის განცხადებით კი, ქუჩაში 50 ათასამდე ადამიანი გამოვიდა.

სერგეი ფურგალს ბრალად 2004-2005 წლებში ბიზნესმენების მკვლელობების ორგანიზებას სდებენ. ის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია.

2018 წელს ფურგალმა გუბერნატორის არჩევნებში პუტინის „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატი დაამარცხა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის