მსახიობი კევინ სპეისი პოდკასტს Bits & Pretzels ესტუმრა, რომელშიც კორონავირუსის გამო სამსახურის გარეშე დარჩენილ ადამიანებზე ისაუბრა და პარალელი საკუთარ გამოცდილებასთან გაავლო.
"არ მიყვარს ადამიანებისთვის იმის თქმა, რომ კარგად მესმის მათი გასაჭირი. მგონია რომ ვაუფასურებ მათ უნიკალურ გამოცდილებას და ძალიან პირად განცდებს. მაგრამ ამ შემთხვევაში ვფიქრობ ვიცი რას ნიშნავს, როდესაც მთელი შენი სამყარო მოულოდნელად ინგრევა. მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდით, განსხვავებული მიზეზებით. ჩვენი განცდები იდენტურია, მესმის როგორია როდესაც სამსახურს კარგავ და მომხდარზე გავლენას ვერაფრით ახდენ."
კევინ სპეისი სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში რამდენიმე ადამიანმა მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც 2017 წელს ენტონი რეპმა თქვა, რომ 14 წლის ასაკში 26 წლის სპეისიმ მასზე იძალადა. ბრალდების საპასუხოდ, მაშინ მსახიობმა წერილი გამოაქვეყნა და ძალადობის ფაქტი არ უარყო, ასევე დაწერა რომ ის გეია. სპეისისთან ურთიერთობა ყველა კინოსტუდიამ შეწყვიტა, იგი დაითხოვეს სერიალიდან House of Cards, რეჟისორმა რიდლი სკოტმა დასრულებული ფილმიდან All the Money in the World მსახიობის სცენები ამოჭრა და მისი პერსონაჟი ხელმეორედ კრისტოფერ პლამერმა განასახიერა.
2019 წლის 17 ივლის პროკურატურამ მსახიობს ბრალდება მოუხსნა.
ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.
ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.
გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.