USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
კელოგის თქმით, აშშ მზად არის განიხილოს რუსეთთან უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ნატოში არმიღების პირობა
Date:  1036
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთის საკითხებში, კიტ კელოგმა, განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აღიარებს რუსეთის მოთხოვნების ლეგიტიმურობას NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით და მზადაა განიხილოს ეს საკითხი უკრაინაში ომის მშვიდობიანი დარეგულირების ნაწილად, როგორც უკრაინის, ისე მოლდოვასა და საქართველოსთან მიმართებით.
კელოგმა ABC-თან ინტერვიუს დროს დაადასტურა, რომ ტრამპი მზადაა კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს მისცეს გარანტია, არ გააფართოვოს NATO აღმოსავლეთით, თუ ასეთი მოთხოვნა ომის დასრულების პირობა გახდება.
„ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც რუსეთი წამოჭრის. და ისინი მხოლოდ უკრაინაზე არ საუბრობენ – ისინი საუბრობენ საქართველოზეც და მოლდოვაზეც. და ჩვენ ვამბობთ: „კარგი, ყოვლისმომცველად, იცით, ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ NATO-ს გაფართოვება თქვენს საზღვართან ახლოს. ეს მათი უსაფრთხოების საკითხია.“ - განაცხადა კელოგმა.
კელოგმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას და NATO-ს მინიმუმ ოთხი წევრი სახელმწიფო იზიარებს ამ პოზიციას.
„ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენთვის უკრაინის NATO-ში გაწევრიანება არ განიხილება. და ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას ამბობს. ალბათ ოთხ სხვა NATO-ს წევრ ქვეყანას დაგისახელებთ, რომელიც ეწინააღმდეგაბ და NATO-ში შესასვლელად 32-დან 32-ის თანხმობაა საჭირო.“ - განაცხადა კელოგმა
 
World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way