თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. საუბარი შეეხო დაგეგმილ და სამომავლო პროექტებს.
“ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ საქართველო-აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიურ ურთიერთობასა და პარტნიორობაზე, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ. ასევე საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს, თუ რა პროექტები შეიძლება განხორციელეს მუნიციპალიტეტის მიმართულებით და სად და რაში შეიძლება დაგვეხმარონ საერთაშორისო ორგანიზაციები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის როლს, სწორ და დროულად გადადგმულ ნაბიჯებს, რაზეც ქალაბტონმა ელჩმა მადლობა გადაგვიხადა”,-განაცხადა კახა კალაძემ.
შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა, ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გვესაუბრა იმ შესანიშნავ თანამშრომლობაზე, რაც ჩვენსა და ქალაქ თბილისს შორისაა; შეხვედრისას ასევე ვისაუბრეთ ღია მმართველობის პარტნიორობაზე, რომელშიც თბილისი მონაწილეობს, შევეხეთ გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ინიციატივას, რომლის მიზანიც თბილისში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მერიის გუნდის დახმარებაა. ჩვენ მოუთმენლად ველით მერთან და ქალაქ თბილისთან თანამშრომლობის გაგრძელებას და მრავალ ინიციატივაზე მუშაობას. მართლაც, შესანიშნავი თანამშრომლობა გვაქვს და ძალიან მიხარია, რომ მომეცა მერთან შეხვედრის შესაძლებლობა“,- განაცხადა კელი დეგნანმა.
შეხვედრაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/