USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
კელი დეგნანი: რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს და 2008 წლის ცეცხლი შეწყვეტის შეთანხმება შეასრულოს
дата:  801
აშშ-ის ელჩი საქართველოში ონლიან პრესკონფერენციას მართავს. ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ მტკიცედ რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად და ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერად. მან მწუხარებამ გამოთქვა იმის გამო, რომ ოკუპაციის გამო მოქალაქეები სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებენ.
 
„ამ მძიმე ვითარებაში ჩვენ ვცდილობთ, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ურთიერთობები. აშშ მტკიცედ რჩება საქართველოს პარტნიორი და ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი. სწორედ ამ მიზნით ჩემი პირველი ვიზიტი თბილისის გარეთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, სოფელ ოძისთან იყო, რომლის ორგანიზება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო. ისინი ძალიან კარგად იყვნენ ორგანიზებულნი. ძალიან დამამწუხრებელი იყო ის, რაც ვიხილე. როდესაც ხედავ ოჯახებს, რომლებიც ოკუპაციის გამო არიან განცალკევებულად, ხედავ ადამიანებს, რომლებიც ვერ იღებენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას, ხედავ ბავშვებს, რომლებიც ვერ იღებენ შესაბამის განათლებას. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლი შეწყვეტის შეთანხმება“, - განაცხადა დეგნანმა.
Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати