USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
კელი დეგნანი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე - ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლებას შეუძლია სწრაფად მოქმედება, აშშ მზადაა ყველა შესაძლო საშუალებით დაეხმაროს საქართველოს ამ პროცესში
дата:  285

ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლებას შეუძლია სწრაფად მოქმედება, - ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა კითხვას, რომელიც ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას ეხებოდა.

„ჩვენ ვიცით, რომ მთავრობას შეუძლია სწრაფად მოქმედება, როდესაც მათ კანონის მიღება სურთ. ჩვენ ვნახეთ ეს დეკემბერში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მაგალითზე, სულ ცოტა ხნის წინ - მოსმენების გაფართოების მაგალითზე. შესაბამისად, ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლებას შეუძლია დაჩქარებული წესით მოქმედება. ქართველ ხალხს სურს, რომ ეს რეფორმები სწრაფად გატარდეს, რათა საქართველო მზად იყოს ევროკავშირის წევრობის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. აშშ მზადაა და სურს, ყველა შესაძლო საშუალებით დაეხმაროს საქართველოს ამ პროცესში. შემდეგი 6 თვე იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, დასაკარგი დრო არაა. ყველა მხარე - ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიციური პარტიები და ხელისუფლების ზოგიერთი წევრი გამოთქვამს მზადყოფნას საიმისოდ, რომ იმუშაოს წლის ბოლოს დადებითი შედეგის მისაღწევად“, - აცხადებს დეგნანი.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати