USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
კელი დეგნანი: დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ
Date:  382

დღეს 100 წლისთავი შესრულდა იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც 1921 წელს კრემლის მიერ გამოგზავნილმა არმიამ დაიპყრო დამოუკიდებელი საქართველო, - ამის შესახებ კელი დეგნანმა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში განაცხადა. აშშ-ის ელჩმა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„საბჭოთა ჯარების შემოჭრა იყო სამშვიდობო შეთანხმების უტიფარი დარღვევა, რომელსაც თბილისის მთავრობამ ერთი წლით ადრე მოაწერა ხელი მოსკოვში. დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, - განაცხადა ელჩმა.

აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოლაუ ნადირაძის ლექსი „25 თებერვალი“ წაიკითხეს.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way