ქართველმა ხალხმა ცხადყო, არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ბათუმის პორტში გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მონაწილეები საკრუიზო გემის შესვლას აპროტესტებენ.
"არ არის მნიშვნელოვანი რას ვფიქრობ მე, მნიშვნელოვანია რას ფიქრობს ქართველი ხალხი, რომლებმაც ცხადყვეს, არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, ხელოვნური ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზებით ოჯახებს ყოფს, რომელიც აკავებს საქართველოს მოქალაქეებს, არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან ამ ქვეყნიდან ჩამოსულ ხალხს, არ აქვს მნიშვნელობა, სახმელეთო გზით თუ ზღვით ჩამოსულს. ჩემი აზრით, ქართველი ხალხი ძალიან გარკვევით აჩვენებს, რომ მათ ეს არ სურთ. ქართველები იყენებენ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, გამოხატონ ეს გრძნობა და გააპროტესტონ. ეს გახლავთ დაშვებული დემოკრატიულ სახელმწიფოში და დაშვებულია საქართველოს კონსტიტუციით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც კვლავ ურსულ ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.
დადგენილებას ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 370 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 282 იყო, ხოლო 36 დეპუტატმა თავი შეიკავა.
ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში 26 ევროკომისარი იქნება. მათ შორისაა ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელმაც ჟოზეფ ბორელი ჩაანაცვლა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობა სლოვენიის წარმომადგენელს მართა კოსს ერგო. მან ამ პოსტზე უნგრელი ოლივერ ვარჰეი ჩაანაცვლა, რომელიც ახალ ევროკომისიაში ჯანდაცვისა და ცხოველების კეთილდღეობის საკითხებს გაუწევს კურირებას.
ევროკომისია საკუთარი მოვალეობის შესრულებას 1 დეკემბრიდან შეუდგება.