USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
Тбилиси
კელი დეგნანი: ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რაც დაედო საფუძვლად ამ ოთხი ინდივიდისთვის სანქციის დაწესებას, რაც გულისხმობს მათ ჩართულობას კორუფციულ აქტივობაში
дата:  275

ჩვენ ჩავატარეთ ძალიან საფუძვლიანი მიმოხილვა, შევაგროვეთ ინფორმაცია, რომლის უმრავლესობა არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, იქამდე, სანამ ამას ჩავუშვებდით სისტემაში, რომელიც მიდის სახელმწიფო მდივნამდე. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა დაამტკიცა ეს შეზღუდვები, რადგან ჩვენ აბსოლუტურად ვიყავით დარწმუნებულები ამის საფუძვლებში, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რაც დაედო საფუძვლად ამ ოთხი ინდივიდისთვის სანქციის დაწესებას.

„მინდა ძალიან ცხადად ვთქვა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრმა გააკეთა განცხადება, თითქოს ჩვენ არ ვართ კარგად ინფორმირებულები - არავითარ შეცდომას ადგილი არ აქვს. ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რაც დაედო საფუძვლად ამ ოთხი ინდივიდისთვის სანქციის დაწესებას, რაც გულისხმობს მათ ჩართულობას კორუფციულ აქტივობაში. ჩვენ ჩავატარეთ ძალიან საფუძვლიანი მიმოხილვა, შევაგროვეთ ინფორმაცია, რომლის უმრავლესობა არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, იქამდე, სანამ ამას ჩავუშვებდით სისტემაში, რომელიც მიდის სახელმწიფო მდივნამდე. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა დაამტკიცა ეს შეზღუდვები, რადგან ჩვენ აბსოლუტურად ვიყავით დარწმუნებულები ამის საფუძვლებში. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თავად გამოიძიოს ეს ბრალდებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმავე საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით და სხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, ჩაატაროს საკუთარი გამოძიება ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ფართოდ ხელმისაწვდომია და წლების განმავლობაში ცნობილია“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

область
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати