აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა 8 მარტის შეთანხმების მნიშვნელობაზე დღესაც ისაუბრა.
მისი განცხადებით. "შეთანხმება, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის მოხდა და ეს ნამდვილად დიდი წარმატება იყო. ახლა ჩვენ ყველას გვსურს ვიხილოთ, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდეს".
მისივე თქმით, აშშ-ს სურს, იხილოს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს საქართველოში რაც შეიძლება მაღალი მხარდაჭერა ჰქონდეს.
„ეს დემოკრატიული პროცესების ნამდვილი პროგრესის მაჩვენებელი იქნება და შექმნის პირობებს სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. გვსურს, საკონსტიტუციო ცვლილებებს მთელმა პარლამენტმა დაუჭიროს მხარი, რათა საქართველომ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ნამდვილად წარმატებულად მიაღწიოს,“ - განაცხადა კელი დეგნანმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.