USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Tbilisi
კელი დეგნანი - უნდა ჩატარდეს ისეთი არჩევნები, სადაც არ იქნება ამომრჩევლის დაშინება, ადგილი არ ექნება ხმების მოსყიდვას
Date:  973

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს მიმართ ამერიკის ყურადღება დიდია, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების მიმართ. ამის შესახებ მან მაიკ პომპეოსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განაცხადა.

დეგნანის თქმით, არჩევნები არის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ დემოკრატიის მიმართ ერთგულება წარმოაჩინოს.

"ძალიან პოზიტიურია და სასარგებლოა როცა ქვეყნების ლიდერები ერთმანეთთან საუბრობენ. ჩვენ ძალიან ფართოდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით და შესაბამისად, სხვადასხვა არხებით. რაც შეეხება საქართველოს, მის მიმართ ინტერესი და ყურადღება დიდია, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების მიმართ. ეს არის კარგი შანსი საქართველოსთვის, კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს დემოკრატიული პროცესების მიმართ ერთგულება და ჩატარდეს ისეთი არჩევნები, სადაც არ იქნება ამომრჩევლის დაშინება, ადგილი არ ექნება ხმების მოსყიდვას და ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა ქვეყანამ დემოკრატიის მიმართ ერთგულება წარმოაჩინოს", - განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, 27 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way