საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც გიორგი რურუას პატიმრობა შეეფარდა.
ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება ზეწოლის გარეშე, დამოუკიდებლად მიიღო.
"იმედი მაქვს, რომ მოსამართლემ, რომელმაც რურუასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, ეს დამოუკიდებლად გააკეთა" - განაცხადა კელი დგენანმა.
ელჩმა ასევე სასამართლოს მნიშვნელობაზე და საზოგადოებაში მისდამი ნდობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
„იყო გარკვეული კითხვები სახალხო დამცველის მხრიდან, ასევე ჩვენ წამოვწიეთ გარკვეული კითხვები მისი დაკავებისა და სისხლის სამართლის დევნის დაწყების დროს და კონტექსტთან დაკავშირებით. გეტყვით, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა თავისი სასამართლოს სისტემის მიმართ და იყოს დარწმუნებული, რომ ნებისმიერ საკითხი გადაწყდება სამართლიანად“,- განაცხადა დეგნანმა.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.