USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
კელი დეგნანი - "NCDC ძალიან პროფესიონალურად მუშაობს ლუგარის ცენტრთან ერთად, ეს შთამბეჭდავია ჩემთვის"
дата:  1187

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, კორონავირუსზე საუბრობს.

იგი აცხადებს, რომ NCDC ძალიან პროფესიონალურად მუშაობს ლუგარის ცენტრთან ერთად.

"ეს არის კვლევითი ლაბორატორია, რომელიც მრავალი წელია, მუშაობს აქ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევაზე. ამ თანამშრომლობის ფასი ახლა აშკარად სახეზეა, როცა ჩვენ კორონავირუსის საფრთხის წინაშე ვდგავართ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველო თავისი რეაგირებით არის ლიდერი და ვფიქრობ, ქართველები ძალიან ამაყები უნდა იყვნენ იმ ფაქტით, რომ NCDC ლუგარის ლაბორატორიასთან ერთად აღმოჩნდა წარმატებული იმაში, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა არის მთავარი პრიორიტეტი. ეს ძალიან შთამბეჭდავია ჩემთვის.

ვფიქრობ, ქართველები საკმარისად ჭკვიანები არიან რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკასთან მიმართებით, რომ განჭვრიტონ უაზრობა, რომელიც ვრცელდება ლუგარის ლაბორატორიაზე. ეს ძალიან სასაცილოა. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევა აჩვენებს თავის ფასს სწორედ ახლა, გლობალური კრიზისის ფონზე

" - -განაცხადა კელი დეგნანმა.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати