USD 2.6978
EUR 3.1726
RUB 3.3979
Tbilisi
„კავკასუს როუდ პროჯექტი“ - „ქართულ კომპანიებს, გვიწევს სხვაგან ვეძებოთ კონტრაქტები- საქართველოში ჩინურ სამშენებლო კომპანიებს კონკურენციას ვერ ვუწევთ“
Date:  881

„ჩვენთან გზებს და ხიდებს ჩინელები აშენებენ, ქართველი მშენებლები კი სომხეთში ვაშენებთ“, ამის შესახებ კომერსანტს „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი პაატა ტრაპაიძე განუცხადა. მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რეპუტაცია შელახულ, ჩინური კომპანიებთან აქტიურად თანამშრომლობს, საქართველოში დაფუძნებული კომპანია ერევანში 255 მეტრი სიგრძის 2 ახალ ხიდს აშნებეს. „კავკასუს როუდ პროჯექტი“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორის თქმით, ბაზარზე არსებული არაჯანსაღი კონკურენციის გამო ქართული კომპანიები კონტრაქტებს სხვაგან ეძებენ.

 „2010 წლის შემდეგ სომხეთის ბაზარზე შესვლა რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ იქ არსებული სისტემის და კორუფციის გამო პროექტის განხორციელების შესაძლებლობა არ მოგცვეა. თუმცა მას შემდეგ რაც ნიკოლ ფაშინიანი ხელისუფლების სათავეში მოვიდა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. შარშან გვთხოვეს ტენდერებში მიგვეღო მონაწილეობა, რასაც დავთანხმდით და დღეს იქ ხიდს ვაშენებთ. ერევნის გარეუბანში 255 მეტრი სიგრძის 2 ახალ ხიდს ვაშენებთ, ეს არის ავტობანის ხიდები 15 მეტრიანი სიგანით. როდესაც საქართველოში ჩინელები დაბალ ფასში შემოდიან ჩვენ კონკურენციას ვერ ვუწევთ, ამიტომ სხვა კონტრაქტების ძიება გვიწევს. ჩვენთან გზებს და ხიდებს ჩინელები აშენებენ, ქართველი მშენებლები კი სომხეთში ვაშენებთ. ერევანში, ადგილზე 14 ადამიანია დასაქმებული, ახლა კიდევ 9 მიდის, ეს რიცხვი უფრო გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი ქართველები არიან, ადგილობრივი მხოლოდ 5 ადამიანი გვყავს“, - განაცხადა პაატა ტრაპაიძე.

კითხვაზე ხომ არ აპირებს „კავკასუს როუდ პროჯექტი“ სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართულებითაც მუშაობის გააქტიურებას პაატა ტრაპაიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომპანია ჯერ-ჯერობით სომხეთზეა ორიენტირებული. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღს წინ პოლონეთის ელჩმა საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩმა BMG-სთან ინტერვიუში გაოცება გამოხატა საქართველოს მთავრობის მიერ გზებისა და გვირაბების სამშენებლო პროექტებისთვის ჩინური კომპანიების მოწვევის გამო და განაცხადა, რომ პოლონეთს ამ სამუშაოების უკეთესად შესრულება შეუძლია.

ბაჩო ადამია

წყარო:https://commersant.ge/

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way