დილის 11:10 საათზე კავკასიისა და ბალკანეთის რეგიონებში, ასევე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში Google-ის სერვისებზე წვდომა შეიზღუდა.
Outage.Report-ის ინფორმაციით, გათიშვა არამხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანს, ასევე თურქეთს, საბერძნეთს, ბულგარეთს და ბალკანეთის სხვა ქვეყნებს შეეხო.
Google-ზე წვდომა რამდენიმე დასავლეთ ევროპულ ქვეყანაშიცაა შეზღუდული, მათ შორის გერმანიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთშიც.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა Google-ის გათიშვის მიზეზი. მომხმარებელს არამარტო საძიებო სისტემაზე, არამედ Youtube-სა და Mail-ზეც არ აქვს.