USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
კატანა- სამურაის ხმლის ისტორია
дата:  6932
ალბათ გინახავთ აზიურ ფილმებში რა სასწაულებს აკეთებენ სამურაის ხმლით იგივე კატანით (Katana) , ერთი ხმლის მოქნევით მოწინააღმდეგე მთლიანად ლიკვიდირებულია. გაგიკვირდებათ და არაფერი არ არის გადამეტებული. ერთი ხმლის მოქნევით ნამდვილად შესაძლებელია ადამიანი თავის გარეშე დავტოვოთ და უფრო მეტიც სულ თავისუფლად ჭრის შუაზე სხვა დანარჩენ ფოლადის ხმლებს.
 
კატანა იაპონიაში საკმაოდ ძვირი ნივთი და ერთ – ერთ საშიშ ცივ იარაღად ითვლება , ამიტომ მის შეძენის უფლება სპეციალური ლიცენზიის მოპოვების შემდეგ არის შესაძლებელი , რათქმაუნდა ეს ეხება ნამდვილ სამურაის ხმალს და არა გაყალბებულ სუვენირებს .კატანის ისტორია დაახლოებით XII-XIII საუკუნიდან მოდის და მათი ძირითადი მომხმარებლები იყვნენ სამურაები , დამზადების მეთოდი უძველესია და დღემდე ამავე წესით ამზადებენ . კატანის დამზადება რთული ტექნოლოგური პროცესია. იგი იჭედება სხვადასხვა სიმტკიცის ფოლადის ნაჭრებისგან , გადის სხვადახვა გამოწრთობის საფეხურებს , იძენს ბასრ პირს და ოდნავ რკალისებურ ფორმას , რაც იწვევს მის საოცარ ელასტიურობას და ამავე დროს სიტკიცეს.
 
ძველი წყაროების თანახმად სამურაები კატანის გამოცდას იაპონიის დაბალი ფენის მოსახლეობაზე ატარებდნენ , ხმალი შემდგარი და დარსულებული მაშინ იქნებოდა თუ კი ერთი მოქნევით ადამიანს შუაზე გააპობდა. დღესდღეობით სპეციალურ კატანის სკოლებში მიმდინარეობს ხმლის დამზადება და გამოცდა , ოღონდ ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე.
 
კატანის გარდა იაპონიაში არსებობს მომცრო ზომის ხმალი wakizashi და სულ პატარა ხმალი tanto , რომლიც ამავე პრინციპით მზადდება და იგივე თვისებები აქვს რაც კატანას . ვაკიზაში კატანის რეზერვად ითვლება მას გამოიყენებდნენ სამურაები ბრძოლების დროს ის ბევრად უფრო მსუბუქი და მოსახერხებელია , ხოლო ტანტო უფრო მეტად რიტუალური თვითმკვლელობების დროს გამოიყენებოდა.კატანის დამზადებას მხოლოდ გამოცდილ ოსტატს ანდობენ , იაპონიაში არსებობს სპეციალური სკოლები სადაც მის გაკეთებას და მოხმარებას ასწავლიან. ხმალი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა , ამიტომ იაპონიაში უამრავი გაყალბებული იაფფასიანი ხმალი მზადდება და საზღვრებს გარეთ გააქვთ.
общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати