USD 2.6693
EUR 3.1079
RUB 3.7655
Tbilisi
კასპის სკოლის დირექტორი ვაქცინაციიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა
Date:  1122

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კასპის მე-2 სკოლის დირექტორი, ოლია მახარაძე ვაქცინაციიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. 

ჟურნალისტი თათა მურაჩაშვილი წერს, რომ შუა ხნის ქალი შეუძლოდ ვაქცინის მიღებიდან რამდენიმე საათში გახდა. კლინიკაში გადასაყვანად გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლო.

ოჯახის ახლობლები ქალის გარდაცვალების მიზეზად თრომბის განვითარებას ასახელებენ.

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way