USD 2.8117
EUR 2.9483
RUB 2.7287
Тбилиси
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა
дата:  205

  კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, ის დაცვის სამსახურში მუშაოდა. როგორც სოფელ ხოვლეს გამგებელი თამაზ ხუციშვილი აცხადებს, სამსახურში სოფლიდან დადიოდა. საეჭვო სიმპტომებით ის 12 აპრილს გადაიყვანეს კლინიკაში.

экономика
ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის ნოემბრის გამოკითხვის შეჯამებულ შედეგებს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის ნოემბრის გამოკითხვის შეჯამებულ შედეგებს აქვეყნებს.

მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის ნოემბრის თვის შედეგები.

ანგარიშის მიხედვით, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია, ასევე საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია.

“ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ერთი მხრივ, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებში ფიქრობენ. მეორე მხრივ, მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას ზრდის უფრო დაბალ ინტერვალში, 0%-2%-ისა და 2%-4% ფარგლებში ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები დაკლებულია. ერთი მხრივ, ოქტომბერთან შედარებით, მკვეთრად შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ზრდის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. მეორე მხრივ, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ინტერვალში, 0%-2%-ისა და 2%-4%-ის ფარგლებში, ელოდებიან.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში დაკლებულია. კერძოდ, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას, შედარებით მაღალი ზრდის ფარგლებში 4%-6%-ისა და 6%-8%-ის ინტერვალში ელოდებიან. ამავე დროს მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ფარგლებში, 0%-2%-ის მიდამოში ვარაუდობენ.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%-20%-ის ფარგლებში ელოდებიან. ამავე დროს, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-10%-ის ფარგლებში ფიქრობენ.

გამოკითხულთა აზრით, ნოემბერში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) ოქტომბერთან შედარებით შემცირებულია”, - ნათქვამია გამოქვეყნებულ ანგარიშში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати