USD 2.8746
EUR 3.0252
RUB 2.7011
Тбилиси
კარნეგის მოსკოვის ცენტრის ანგარიში- ამერიკის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში
дата:  1129

"თბილისი პოსტი" გთავაზობთ კარნეგის მოსკოვის ცენტრის ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიშის- "აშშ-ს პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში" შემოკლებული ვერსიის თარგმანს.

"ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები სამხრეთ კავკასიის მიმართ საკმაოდ სერიოზულია, მაგრამ არც ისეთი გადამწყვეტი როგორც, მაგალითად - შუა და ახლო აღმოსავლეთში.   დასავლეთის ძირითადი ინტერესები რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება, საომარი მოქმედებების განახლების აღკვეთა  გაყინული კონფლიქტების ზონებში, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მხარდაჭერა და ასე თუ ისე პროდასავლური კურსის ქვეყნების - აზებაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ინტეგრაციაა მსოფლიო არენაზე..

ამერიკის პოლიტიკური კურსი სამხრეთ კავკასიაში

ბოლო 25 წლის მანძილზე ამერიკის ჩართულობამ სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით კი საქართველოში,  არაერთი სასიკეთო ცვლილება მოიტანა,  თუმცა ვაშინგტონის ზოგიერთი განზრახვა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან ამბიციური გამოდგა. მათ სათანადოდ ვერ შეაფასეს რეგიონში არსებული პრობლემები, განსაკუთრებით კი რუსეთის ძლიერი პოზიცია და არაერთი პროექტი დაიბლოკა ან ჩაიშალა.

მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს მომავალში რეგიონის გეოპოლიტიკური მდგომარეობა არ შეიცვლება და დასავლეთს უფრო და უფრო შეზღუდული რესურსებითა და შეზღუდულ არეალში მოუწევს მოქმედება, ის კავკასიის „მიტოვებას“ ნამდვილად არ აპირებს. მაშინ მთელი მათი ძალისხმევა, დახარჯული ფინანსები და ადამიანური რესურსი, რაც მათ ამ რეგიონს მოახმარეს სრულიად ამაო იქნება. ვაშინგტონი შეეცდება კონსტრუქციული კრიტიკით და საჭიროების შემთხვევაში სანქციებით გააკონტროლოს რუსეთის ძალაუფლების ზრდა და კავკასიაში ფეხის მოსაკიდებლად შესაფერის მომენტს დაელოდოს.   იქამდე კი ახალი პრეზიდენტისა და ახალი ადმინისტრაციის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა საკმაოდ ნათელია.

  • გაყინული კონფლიქტების განახლებისთვის ხელის შეშლა ამერიკის მთავარი პრიორიტეტია, რადგან საკმარისია საომარი მოქმედებები დაიწყოს, რუსეთის სამშვიდობო მისიები ისევე მოიკიდებენ ფეხს, როგორც ეს ყარაბახში მოხდა. ეს კი დასავლეთის ისედაც შესუსტებულ პოზიციებს სრულიად გაანადგურებს. 
  • დასავლური ღირებულებების და დემოკრატიული ინსტიტუციების დიდი სიფრთხილით  დანერგვა, რადგან კავკასიის ქვეყნები სიახლეების მიმართ საკმაოდ სენსიტიურები არიან(ვართ).
  • სწორი მოლოდინების შექმნა - ეტაპზე ამერიკას არ აქვს რეგიონში იმხელა ძალაუფლება, რომ ვინმეს ღიად დაჰპირდეს დახმარებას, თუ კი ეს რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ეს განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანას ეხება. უკრაინისგან განსხვავებით, რომელიც აღმოსავლეთ ევროპას უფრო ეკუთვნის და სადაც ამერიკას ევროპის წამყვანი სახელმწიფოების მხარდაჭერა აქვს, საქართველოში კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, უკრაინის მსგავსად ლეტალურ იარაღსა და სამხედრო დანაყოფების დახმარებას ნამდვილად ვერ მივიღებთ. (ისევე როგორც 2008 წელს)
  • მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ რეგიონში სამოქმედო არეალი ევროკავშირსაც დაუტოვოს და სხვადასხვა შიდა რეფორმების გატარებისას მათთან კოორდინირებულად იმოქმედონ.

იმისთვის, რომ გავიგოთ, ზუსტად რა ფაქტორები მოქმედებენ შექმნილ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, უახლოეს ისტორიას გადავხედოთ.

ცივი ომის დასრულებამ აშშ-ს კავკასიის რეგიონში ფეხის მოკიდების შესაძლებლობები გაუჩინა. მას შემდეგ ამერიკისა და კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობებმა რამდენიმე ეტაპი გაიარა.

ვაშინგტონს თავიდანვე არასწორი მოლოდინები ჰქონდა. ისინი ელოდნენ, რომ კომუნიზმის დასრულების შემდეგ რეგიონი მათ მხსნელად და მსოფლიო თანამეგობრობაში ინტეგრაციის შესაძლებლობად აღიქვამდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამერიკას ბევრი ფაქტორი არ გაუთვალისწინებია.  ისინი არ იცნობდნენ კავკასიის ერების კულტურას, მათ შიდა დამოკიდებულებას და აღმოჩნდა, რომ კომუნიზმის დასასრულმა ამ ქვეყნებში მაქსიმალური ნაციონალიზაციის სურვილი უფრო მეტად გააღვივა და შიდა კონფლიქტები წარმოშვა.  აღმოჩნდა, რომ დასავლეთს არც რესურსები ჰქონდა იმდენი, რამდენიც სურვილი და მოლოდინები. 90-იან ვაშინგტონი ბალკანეთის კონფლიქტებით იმდენად იყო დაკავებული, რომ რეგიონში 3 ომი „გამორჩა“.

ამერიკის პირველი სერიოზული ჩართულობა რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებაში საქართველოს უკავშირდება. თბილისში მომხდარი ტერაქტის შემდეგ   საქართველოს მეორე პრეზიდენტმა შევარდნაძემ რუსეთთან შეთანხმებულად და სიფრთხილით, თუმცა მაინც  შეაბრუნა საჭე დასავლეთისკენ. იყო ორმხრივი სურვილი, რომ საქართველოს ევლო  ამერიკისა და ევროპისკენ  და დასავლეთს ჰქონდა პოსტსაბჭოთა სფეროს მოდერნიზაციის, დემოკრატიზაციისა და ინტეგრაციის პოლიტიკა. საკმაოდ ბევრი სიახლე დაინერგა. ქვეყანა ჩაერთო  ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროექტში, გატარდა  ენერგომატარებლები, ხელი მოეწერა სტამბულის სამიტის დეკლარაციას რუსეთის ბაზების გაყვანაზე, დაიწყო სამოქალაქო საზოგადოებისა თუ ინიციატივების დაფინანსება და ა.შ. თუმცა, იმის გამო, რომ საქართველო  ძალიან სუსტი და კორუმპირებული ქვეყანა იყო ისე ვერ აუწყო ფეხი რეფორმებს, როგორც მაგალითად აღმოსავლეთ ევროპის პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა, ამერიკის ასეთმა აქტიურმა ჩართულობამ ისეთი შედეგები ვერ მოიტანა, როგორსაც ვაშინგტონი ელოდა.

როგორც ვახსენეთ, სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა  აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების  დასავლეთისკენ ინტეგრაცია,  რაც  მძიმე ტვირთად დააწვა ამერიკასა და ევროპას და აღმოსავლეთით გაფართოების იდეალიზმი ცოტა განელდა. ამავდროულად მიგრანტთა 

კრიზისმა რამე უცხოსა და ახლის მიღებაზე პესიმისტურად განაწყო ევროპა და მათი მხარდაჭერის გარეშე რეფორმების პროცესი ძალიან შეფერხდა

20- საუკუნის მიწურულს საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე პროცესების პარარელურად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 20-იანი წლებიდან  დაწყებული  ყარაბახის კონფლიქტი უფრო და უფრო მწვავე ხასიათს იძენდა და იმის ფონზე, რომ ა,  დაპირისპირების დასარეგულირებლად დასავლეთი არაფერს/ვერაფერს აკეთებდა სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის ეროვნული ინტერესები და სენტიმენტები წინა პლანზე გადმოიწია და მათი დასავლეთისკენ სვლა გაურკვეველი ვადით შეფერხდა.

ამერიკისთვის ახალი შესაძლებლობები რეგიონში ისევ საქართველომ გააჩინა. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში მკვეთრად პროდასავლური ძალა მოვიდა და გაჩნდა მზაობა ქვეყანას სწორხაზოვნად დასავლეთისკენ ევლო.   დაიწყო აქტიური და მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობები,  გაჩნდა რეფორმების გატარებისა და ინსტიტუციების შესაქმნელად საჭირო დაფინანსებები.   მაგრამ ამ 2008 წლის ომმა სიტუაცია კარდინალურად შეცვალა.  არასწორმა მოლოდინებმა, რომ დასავლეთი საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალების მობილიზებას მოახდენდა  და პარტნიორ ქვეყანას ექსტრემალურ პირობებში არა მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველჰყოფდა,  ქვეყანა კრიზისულ მდგომარეობაში ჩააგდო. ამით რუსეთმა კავკასიის ქვეყნებს ფაქტობრივად მაგალითი უჩვენა, თუ რაზეა იგი წამსვლელი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დასაცავად. ამავდროულად ეს იყო სიგნალი სამხრეთ კავკასიისთვის , რომ  ამერიკას რუსეთთან  სამხედრო დაპირისპირება ამ რეგიონში არ უღირს.

მართალია  ომის შემდეგ დასავლეთთან თანამშრომლობა ისევ აქტიურად გაგრძელდა და ქვეყანამ  სტრატეგიულ პარტნიორობას, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას,  ვიზალიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. კიდევ იყო დარჩენილი იმედი, რომ ამერიკა რეგიონში პოზიციებს საქართველოს გავლით გაიძლიერებდა,  თუმცა ამის შემდეგ გაუარესებულმა საერთაშორისო ვითარებამ  კლიმატი  შეცვალა. უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ამერიკას "რუსულ შიდა ეზოში" აქტიურ ქმედებებზე ხელი ააღებინა.

ამის შემდეგაც იყო მცდელობები, რომ ვაშინგტონს შავი ზღვის რეგიონში ყოფნა გაეძლიერებინა, მაგრამ აშშ-ის ხომალდების ყოფნის ხანგრძლივობას შავ ზღვაში თურქეთი განსაზღვრავს, ხოლო თურქეთის იმჟამინდელი  ხელისუფლება ფაქტობრივად, მთლიანად დაშორდა დასავლეთს და  საერთაშორისო ურთიერთობებში აღარ მონაწილეობდა, როგორც დასავლური სამყაროს ნაწილი.  მართალია, თურქეთი და რუსეთი ისტორიულად დაპირისპრებული მხარეები არიან, მაგრამ რეგიონშო  ამერიკის გავლენის შესასუსტებლად კოორდინირებულად მოქმედებდნენ და მოქმედებენ  

ყარაბაღის უკანასკნელი ომის შედეგად უკვე სამხრეთ კავკასიის მესამე სახელმწიფოში გაიხსნა რუსული ბაზა, ამ კონფლიქტიდან განიდევნა დასავლეთი და მოხდა მისი რეგიონალიზაცია.  ამის გათვალისწინებით ამერიკის პოზიციები იმაზე უფრო მეტად შესუსტებულია, ვიდრე ეს ბოლო 10 წლის მანძილზე იყო.  თანაც ამ ეტაპზე, ამერიკაში არსებული შიდა და საერთაშორისო გამოწვევების ფონზე  თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია რეგიონში მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას აუცილებლად მოერიდება.

რეგიონის ამჟამინდელი ვითარების შეჯამება ასეთია - ამერიკა აანალიზებს, რომ მის პრესტიჟს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ მსოფლიოში უდგება წყალი. ის  ფაქტობრივად განდევნილია კავკასიიდან და რეგიონში მისი ოცდაათწლიანი ინვესტიციიდან აღარაფერი რჩება.  გამომდინარე იქიდან, რომ აქ ყველაზე პროდასავლური ღირებულებების მქონე სახელმწიფო საქართველოა, ამერიკის ამ სახელმწიფოში ყოფნა უნდა გაძლიერდეს.  თუმცა ამისთვის, როგორც მაღლა უკვე ვახსენეთ შესაფერისი მომენტის შერჩევაა საჭირო. მაგალითად თურქეთში ხელისუფლების ცვლილება და სათავეში პროდასავლური  ძალის მოსვლა. იქამდე კი რეგიონში მისი მოქმედებები უკიდურესად ფრთხილი და კონსტრუქციული იქნება. რუსეთის გაკონტროლებას კი საერთაშორისო დონეზე სანქციებითა და ახლო აღმოსავლეთით ეცდებიან. "

 

 

бизнес
"BM.GE": დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა ახალ რეგულაციაზე

დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.

- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?

- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.

- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?

- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.

- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?

- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.

- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?

- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.

წყარო:https://bm.ge/

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати