USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
Tbilisi
კარლო კოპალიანის არგუმენტები ირაკლი შოთაძის მხარდასაჭერად
Date:  836

მმართველი გუნდის დეპუტატი კარლო კოპალიანი, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი გახდა ამტკიცებს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობის კანდიდატად მას არ წარუდგენია. ის განმარტავს, რომ ეს უნივერსიტეტის საბჭოს გადაწყვეტილებაა, თუმცა არ მალავს, რომ შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს.

"მე ვთვლი, რომ სწორი გადაწყეტილება მიიღო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ვინც წარადგინა ეს კაცი და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა, თუ ამ კაცს დაამტკიცებს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე. იმიტომ, რომ მე მაქვს ძალიან ბევრი არგუმენტი ამ თემაზე", — განაცხადა მან მედიაცენტრ მთავარში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, შოთაძის წარდგენამ "იმ ადამიანების და პოლიტიკოსების გაღიზიანება გამოიწვია, ვინც ლოგიკურად ვერ იტანს" მას. მანვე აღნიშნა, რომ სურს საზოგადოებას "სხვა კუთხით შეახედოს" ამ საკითხზე, ამიტომ დაასახელა "რამდენიმე არგუმენტი", რომლის გამოც შოთაძე კარგი კანდიდატია პროკურორობისთვის:

  1. შოთაძემ შექმნა პროკურატურაში ის მოცემულობა, რომლის წარმოდგენაც ძნელი იყო რამდენიმე წლის უკან. მანგარკვეულწილად ჰუმანიზაცია მოახდინა ამ მონსტრის, არ მეშინია ამის თქმა;
  2. ადამიანები შეიძლება იდიოზურად იყვნენ გარეული რაღაც დანაშაულში, მაგრამ თუ არ დავუმტკიცეთ დანაშაული არ ვიჭერთ. არ იჭერდა შოთაძის პროკურატურა ასეთ ადამიანებს;
  3. თუკი შევადარებთ ამ ყველაფერს წარსულთან, სულ სხვა მოცემულობაში ვართ. რეფორმები არის ხელშესახები პროკურატურაში... მაგ გზით [ნაციონალური მოძრაობის] რომ ევლო შოთაძეს და მის პროკურატურას ერთ დღეში კიდევაც უნდა ჩამოგვეხრჩო, კიდევაც უნდა დაგვეხრიტა, კიდევაც უნდა მიგვესაჯა;
  4. შოთაძის პროკურორობის პერიოდში პროკურატურამ შეძლო გამოეძიებინა ისეთი დიდი საქმეები, რომლებიც თაროზე იყო შემოდებული. მაგალითად: გირვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის, სხვების და სხვების;
  5. ადამიანები ზომბები არ არიან და პროკურორი იქნება, მოსამართლე თუ პრეზიდენტი მოქმედებს ჩვეულებრივი ყოფითი პირობები. ამ კაცმა თავისი ჰუმანურობა, ადამიანურობა და ზნეობრიობა იმით აჩვენა, რომ გადაგა თანამდებობიდან. შეიძლება არაფერ შუაში იყო, ჩემო კარგო.

ბოლო არგუმენტზე კოპალიანმა ვრცლად ისაუბრა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, თანაგუნდელების მსგავსად, გირგვლიანის მკვლელობაზე გაავლო პარალელი.

"ადგა და ნახევარ საათში კაცი გადადგა. ეს წარმოუდგენელი იყო... ადგა პიროვნება, ბავშვებს ეხებოდა საქმე, ბავშვებს. ის კი არ მომხდარა, რომ მაღალჩინოსნებს, მინისტრის მოადგილებსს სასაფლაოზე წაეყვანათ და ეწამებინათ... ბავშვების ჩხუბში მოხდა უბედურება, ადგა და გადაგა პროკურორი. არ მიანიშნებს ეს შოთაძის დიდ ჰუმანურობას, კაცობას და ზნეობრიობას? მე მასეთი ზნეობრივად ამაღლებული კაცი მინდა პროკურორად".

ბრიფინგის ბოლოს მან აღნიშნა, რომ "მიესალმება" და მისთვის "ძალიან კარგია" ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტმა, რომელშიც ერთ კვირაში იწყებს საქმიანობას, სწორედ შოთაძე წარადგინა კანდიდატად.

"ვფიქრობ, რომ შოთაძე ზუსტად იმას გააგრძელებს, რასაც ის აკეთებდა, რომ პროკურატურა იყოს არა სადამსჯელო ორგანო და არა რაღაც ბუა, საშინელება ადამიანებისთვის, არამედ მისაღები ორგანო, სადაც ადამიანის უფლებებს იცავენ".

tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way