USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Тбилиси
კარდიოლოგი, ტატო ჯახია -კორონავირუსი არ არის მკვლელი ვირუსი და არც ბანალურ გრიპზე მეტ საფრთხეს წარმოადგენს
дата:  6391

ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიის განყოფილების ხელმძღანელი ტატო ჯახია სოციალურ ქსელ Facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ის კორონავირუსის შესახებ თავის მოსაზრებებს უზიარებს საზოგადოებას, „თბილისი პოსტი“ უცვლელად გთავაზობთ მის მოსაზრებას: 

"მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ექიმი, არ შემიძლია არ დავწერო ეს: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი კავშირი ვირუსთან ბრძოლას არ აქვს, იმას რომ

1. ოჯახის წევრების ერთ მანქანაში ჯდომა აკრძალული აქვთ 3-ზე მეტ ადამიანს
2. ცოლ-ქმარს არ შეუძლიათ წინ დასხდნენ ერთად
3. ჩაკეტილ ქალაქებთან
4. თერმოსკრინინგთან
5. კომენდანტის საათთან
6. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვასთან.
7. ჩაკეტილ ქალაქებთან სამხედროების დგომასთან
8. კარზე ან ბორბალზე 5 მლ რაღაც ხსნარის მისხმასთან
9. ონლაინ ვაჭრობის აკრძალვასთან

სამაგიეროდ ეს ზომები ქმნის არაადამიანურ პირობებს ცხოვრებისთვის. აღატაკებს ხალხს და გაუსაძლის მდგომარეობაში აგდებს. ჩვენს ისედაც სავალალო მდგომარეობას კატასტროფულ ზიანს აყენებს. ეს კატასტროფულ ზიანი წაიღებს ბევრ სიცოცხლეს, ბევრი სიცოცხლის ხარისხს კატასტროფულად გააუარესებს.

კორონავირუსის შესახებ:

1. ეს არ არის მკვლელი ვირუსი
2. არც რაიმე განსაკუთრებული საფრთხის არ წარმოადგენს ვიდრე ბანალური გრიპი. უკვე რამდენიმე კვლევა დაიდო რომ ამ ვირუსის ლეტალობა მაქსიმუმ 0,5%-ია და არა ის მონაცემები რასაც WH0 გვაბოლებდა და თავდაპირველად ვარაუდობდნენ. ამიტომაც მაშტაბურად იწყება შეზღუდვების ლიბერალიზაცია მთელ მსოფლიოში.

გამოსავალი:

• უნდა გაუქმდეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შეზღუდვები
• ადამიანებმა უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება ჰიგიენის და სოციალური დისტანციის პირობებში. რომ შანსი დავიტოვოთ გადავურჩევთ ეკონომიკურ კატასტროფას და შიმშილს.
• მთავრობის ნამდვილი დახმარება იქნება, თუ შეამცირებენ გადასახადებს, გააუქმებენ აქციზებს, ხალხს დაუბრუნებენ საპენსიო დანაზოგს, გააუქმებენ ბევრ უაზრო სსიპ და აიპს, შეამცირებენ ბიუჯეტს. და არა ის შოუები რასაც ახლა გვიდგამენ, რომელშიც სხვათაშორის ჩვენს ფულს ხარჯავენ (ბიუჯეტი).

ძალიან გთხოვთ, ყველა დაფიქრდით ამაზე, სანამ შეუქცევად უბედურებას მივიღებთ!“

წყარო:https://www.facebook.com/

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати