USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
კაპიტანმა ტომ მურმა ჯანდაცვის სერვისებისთვის 31 მილიონი დოლარი შეაგროვა
Date:  1527

მეორე მსოფლიო ომის 99 წლის ბრიტანელმა ვეტერანმა კაპიტანმა ტომ მურმა, 31 მილიონი დოლარი შეაგროვა ჯანდაცვის სერვისებისთვის. მან ფულის შეგროვების უცნაურ ხერხს მიმართა - საკუთარ ბაღს 100-ჯერ შემოუარა და ამისთვის დონაცია მიიღო. მანამდე, ვეტერანმა მიზნად დაისახა, რომ 30 აპრილამდე, საკუთარ 100 წლის დაბადების დღემდე, 25 მეტრის გარშემოწერილობის ბაღისთვის 100-ჯერ უნდა შემოევლო გარშემო.

მან ეს ამოცანა გასულ კვირაში შეასრულა. მურს თავდაპირველად 1000 ფუნტი სტერლინგის მოგროვება ჰქონდა განზრახული, თუმცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ტომ მური ტრავმის გამო სპეციალური გორგოლაჭებიანი საყრდენის დახმარებით გადაადგილდება. მისი ძალისხმევა პრინცმა ჰარიმაც შეაქო და 99 წლის ვეტერანს „სრულიად არაჩვეულებრივი“ უწოდა.

მომავალ კვირაში ინგლისში კორონავირუსთან საბრძოლველად ახალი საავადმყოფო გაიხსნება, არმიის ყოფილი ოფიცერი კი საპატიო სტუმრად არის მიწვეული. მოხუცი ვეტერანი სიკეთისთვის ბრიტანელებს მადლობას უხდის.

 

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way