USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
"კანონიერი ქურდი" "საშა სევერის" ავტომობილი ნომრით "ВОР 333" თბილისში. რა განცხადებას ავრცელებს შს სამინისტრო?
თარიღი:  32803

საპატრულო პოლიციამ თბილისში გააჩერა ავტომობილი სანომრე ნიშნებით "ВОР 333", რომელიც კრიმინალური ავტორიტეტ "საშა სევერნის" ეკუთვნის. უცნობია როგორ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი კრიმინალურმა ავტორიტეტმა და რა  მიზნით იმყოფება ის საქართველოში.

მშრალ ხიდზე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს ქალბატონი, რომელიც პატრულს ესაუბრება, ის, ადვოკატი ხათუნა ხურცილავაა. ხურცილავას არ დაუმალავს, რომ მანქანაში მჯდომს იცნობს.

ხათუნა ხურცილავა ამტკიცებს, რომ ავტომობილში საქართველოს მოქალაქე, ბათუმელია, მეგრული გვარით,  მას ეს ნომრები აჩუქეს და არანაირი კავშირი არ აქვს რუს კანონიერ ქურდთან. ხურცილავა ამბობს, რომ მისი კლიენტი საქართველოში მცირე ბიზნესით არის დაკავებული და ეკლესიაში ცხოვრობს.

ანონიმური წყაროს ცნობით კანონიერი ქურდი საქართველოში აფხაზეთიდან შემოვიდა. ზუგდიდში მას ადვოკატი თამარ აბესაძე დახვდა, თბილისამდე ჩამოაცილა და ქალაქის ცენტრში დატოვა. საქართველოში ავტორიტეტი  ქართული პასპორტით სარგებლობდა. თამარ აბესაძე მასთან რაიმე კავშირს უარყოფს. 

ვებგვერდზე სადაც კანონიერი ქურდების შესახებ ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი , ვკითხულობთ, რომ "საშა სევერმა" კანონიერი ქურდის სტატუსი ჯერ კიდევ 1993 წელს მიიღო. მისი ე.წ. "ნათლია" კი,  ორი ქართველი - ციციშვილი, იგივე ციცკა და ბუხნიკაშვილი , იგივე პეწო იყვნენ.

მას 30 წლიანი  ქურდული "კარიერა" აქვს. კრიმინალურ სამყაროში კი, გათანაბრებული იყო ისეთ ავტორიტეტებთან როგორიც არის "დედ ხასანი" და "იაპონჩიკი".

გავრცელებული  ინფორმაციით, საშა სევერმა თბილისი დღეს დატოვა.

მომხდართს ოპერატიულად გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს განვაცხადოთ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ, მოხდა აღნიშნული სანომრე ნიშნით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და მისი დაჯარიმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

სატრანსპორტო საშუალებას მართავდა საქართველოს მოქალაქე, რომელმაც საქართველოს საზღვარი აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით გადმოკვეთა 2020 წელს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს ავტომანქანა და რეგისტრაციის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააჯარიმეს.

ხოლო, რაც შეეხება პირს, რომლის სახელს და გვარს ავრცელებს მედია, აღნიშნული პირი სატრანსპორტო საშუალებას არ მართავდა, არც მგზავრობდა და მას საქართველოს საზღვარი გადმოკვეთილი არ აქვს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის