USD 2.6961
EUR 3.1377
RUB 3.4418
Тбилиси
კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო ირანელი რეჟისორის ფილმს ერგო
дата:  1124

კანის 78-ე კინოფესტივალის ოქროს პალმის რტო ირანელი რეჟისორის ჯაფარ პანაჰის ფილმს „უბრალო შემთხვევითობა“ მიენიჭა.

გრან-პრი დანიელი რეჟისორის იოაკიმ ტრიერის სურათს „სენტიმენტალური ღირებულება“ ერგო. პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის ბრაზილიელ კლებერ ნედონსა დილიოს გადაეცა, ფილმისთვის „საიდუმლო აგენტი“. ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის ჟან-პიერ დარდენსა და ლიუკ დარდენს მიენიჭათ, ფრანგულ-ბელგიური ფილმისთვის „ახალგაზრდა დედები“.

საუკეთესო მსახიობ კაცად ბრაზილიელი ვაგნერ მოურა აღიარეს („საიდუმლო აგენტი“), საუკეთესო ქალი მსახიობი კი ნადია მელიტი გახდა („უმცროსი და“).

ჟიურის პრიზი ფრანგი რეჟისორის ოლივერ ლაშეს ნამუშევარს „სირატი“ და გერმანელი მაშა შილინსკის “დაცემის ხმას“ გადაეცათ.

2025 წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 22 ფილმი მონაწილეობდა.

мир
The Guardian - ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი

ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სასამართლოს ცნობით, 10 იანვარს საპროტესტო აქციებზე დაკავებული 26 წლის ერფან სოლტანი ქარაჯის ცენტრალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სასამართლოს განცხადებით, სოლტანის ბრალი წაუყენეს „ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებისა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდული საქმიანობისთვის“.

სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავს ბრალდებებზე სიკვდილით დასჯა არ ვრცელდება.

მანამდე, სოლტანის ოჯახმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ერფანის სიკვდილით დასჯა გადაიდო.

более
голосование
Кстати