USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
კანდიდ ჩარკვიანი - მე მივწერე სტალინს დაშიფრული დეპეშა, რომ ამდენი ხალხის წაყვანა ჩვენი რესპუბლიკიდან ამ ეტაპზე საჭირო არ იყო
თარიღი:  643

"ჩვენი გაანგარიშებით, საქართველოდან ფრონტზე მობილიზებული 700 000 მეომრიდან 300 000-ზე მეტი უკან არ დაბრუნებულა. ძალიან დაწვრილებით გამოიკვლია ეს ივანე ბაბალაშვილმა და ჩვენ მის ციფრებს ვეყრდნობით დღეს, თუმცა მეც ჩემი ციფრები მქონდა. მიღებული იყო სხვადასხვა ზომა. ჩვენ მობილიზაციისაგან გავათავისუფლეთ მთიანი აჭარა, სვანეთი, ხევსურეთი. მე სპეციალურად დავაყენე ეს საკითხი თავდაცვის კომიტეტში, პირადად სტალინს გავუგზავნე დეპეშა და ეს ნებართვა ჩვენ მივიღეთ, ეს იყო 1942 წლიდან. ეს დეპეშა არსებობს ცკ-ს საიდუმლო არქივში. როდესაც გერმანელები სვანეთს მოადგნენ, იქ ავიყვანეთ ერთი დივიზია, რომელსაც მეთაურობდა პოლკოვნიკი ყურაშვილი. აი, მაშინ სვანები მობილიზებულები არ იყვნენ, თუმცა ჩვენ შევქმენით კარგი ბატალიონი სვანებისაგან, რომლებიც ომში არ წავიდოდნენ, მაგრამ მტრის შემოსვლის შემთხვევაში დაიცავდნენ სვანეთს. მეორე და უმთავრესი იყო დივიზიების შექმნა საქართველოში, რაც იმას ნიშნავდა, რომ ხალხი, რომელიც ამ დივიზიებში იმსახურებდა, სიკვდილს გადარჩებოდა, რადგან ძალიან მცირე შანსი იყო მათი ფრონტზე გადასროლის. ასეც მოხდა. გრიშა არუთინოვმა მითხრა ამაზე, ხმები დადის, ქართველები აქ დარჩნენ და ჩვენი შვილები ფრონტზე არიან გაგზავნილებიო. ასეთი საუბრები სომხეთში იყო, მაგრამ ყურადღება ამისთვის არავის მიუქცევია.

ფაქტია, რომ ეს ხალხი დარჩა აქ, და რომ არა, ნახევარი დაიღუპებოდა იმ პროპორციით, რომელიც ჩვენ გვაქვს ახლა. ამ სამ დივიზიაში 40 ათას კაცამდე იქნებოდა. 1944 წლის პირველ ნახევრამდე ჩვენ უსიტყვოდ ვასრულებდით ყველა ბრძანება მობილიზაციასთან დაკავშირებით, მაგრამ რაღაც მომენტში, როცა ვიგრძენი, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანურმა რესურსებმა მეტისმეტად იკლო, აღმოჩნდა, რომ მობილიზებული იყო 17% მოსახლეობის, რაც ძალიან მაღალია. საკითხის დაყენება იმის შესახებ, რომ ჩვენ მონაწილეობას აღარ მივიღებდით არმიის შევსებაში, შეუძლებელი იყო, მაგრამ მე მივწერე სტალინს დაშიფრული დეპეშა, რომ ამდენი ხალხის წაყვანა ჩვენი რესპუბლიკიდან ამ ეტაპზე საჭირო არ იყო. მომეჩვენა, რომ ეს იყო რუსული შოვინიზმის გამოხატულება, რომელიც იმდროინდელ სამხედრო წრეებში არცთუ იშვიათი მოვლენა იყო. გენერალი იშჩენკო განაგებდა მობილიზაციის საკითხებს და სწორედ მასთან მქონდა ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ადამიანური რესურსები ჩვენს ქვეყანაში კრიტიკულ ზღვარზეა, რომ შემდგომი მობილიზაცია მიუღებლად მიმაჩნია. როცა ეს საკითხი სტალინთან დავაყენე, მეგონა, რომ დიდი უსიამოვნება შემხვდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. მან მისწერა ვასილევსკის': „Предлагаю немедленно прекратить все мобилизации в грузии!“ იმ დღიდან არც ერთი პირის მობილიზაცია ჩვენთან არ მომხდარა. ეს იყო 1944 წლის გაზაფხულზე, ომი კი კიდევ ერთი წელი გრძელდებოდა. ამ ღონისძიებებით, ომში წასვლას 100 000 კაცამდე გადაურჩა სულ, დივიზიებთან ერთად. შემდეგ, როცა მე ჩავედი სტალინთან მოსკოვში, ამ საკითხზე იყო ლაპარაკი. ბერიამ წამოიწყო და გამოვიდა, რომ რუსეთის ზოგიერთ ოლქში 4,5% იყო წაყვანილი, ყველგან არა, უბრალოდ, განაწილებაში იყო არევ-დარევა და განუკითხაობა. თუმცა, ნაციონალური რესპუბლიკების მიმართ განუკითხაობა არ ყოფილა, ეს იყო გარკვეული პოლიტიკა".

კ. ჩარკვიანი - საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი.

წყარო: სამხედრო ისტორია (Military History)

თბილისი
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის