USD 2.6978
EUR 3.1726
RUB 3.3979
Tbilisi
კანდელაკის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა
Date:  271
კანდელაკის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა
 საბურთალოს რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის დასასვენებელი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციაა.
 ამჯერად, ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ღირებულება 500 800 ლარია, ს. კანდელაკის ქუჩაზე, N14-16-ში განხორციელდა.
 პროექტის ფარგლებში, 1 500 კვ.მ ფართობზე განახლდა სკვერის სივრცე და დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, დამონტაჟდა განათებისა და სარწყავი ქსელები. ტერიტორია გამწვანდა - დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 200-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
 გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე საფეხბურთო სპორტული მოედანიც რეაბილიტირდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „მონოლითი 2005".
 დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, ასევე პარლამენტის წევრი, საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და საკრებულოს წევრი თათია ჩახვაშვილი გაეცნენ.
tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way