USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
კანადური გამოცემა CBC News: მათ, ვინც დაარღვევს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის წესებს, მილიონობით დოლარის ფინანსური ჯარიმა და პატიმრობა შეიძლება დაემუქროს
Date:  398

კანადის მთავრობამ კანონპროექტი წარადგინა, რომელიც მიზნად ისახავს კანადის პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის შეზღუდვას - დაწყებული სკოლის საბჭოებიდან და დამთავრებული თემთა პალატით. ინფორმაციას ამის შესახებ კანადური გამოცემა CBC News-ი ავრცელებს.

დამტკიცების შემთხვევაში, კანონპროექტი დააწესებს უცხოური ჩარევის ახალ დანაშაულს.

კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, დომინიკ ლებლანმა განაცხადა, რომ მედეგი და ინფორმირებული მოსახლეობა საუკეთესო დაცვაა უცხოური ჩარევისგან.

უცხოელ აგენტთა რეესტრის შექმნა კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს დაპირება იყო, რომელიც მან შარშან დადო, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კანადის არჩევნებში ჩინეთის ჩარევის მცდელობის შესახებ.

„კანონპროექტის უმეტესი ნაწილი მოითხოვს მათგან, ვინც მოქმედებენ უცხო ქვეყნების სახელით, რათა გავლენა მოახდინონ კანადის პოლიტიკაზე ან მთავრობაზე, დარეგისტრირდნენ ფედერალურ მთავრობაში. უცხოური აგენტების ასეთი რეესტრები არსებობს აშშ-სა და ავსტრალიაში“, - წერს CBC News-ი.

მათ, ვინც დაარღვევს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ახალი რეესტრის წესებს, მილიონობით დოლარის ფინანსური ჯარიმა და პატიმრობა შეიძლება დაემუქროს.

კანონპროექტი ასევე დანაშაულად აქცევს უცხოური სუბიექტის ან მისი სანდო პირის მიერ სკოლის მმართველობაზე გავლენის მოხდენის მცდელობას, რასაც კანონმდებლობა განსაზღვრავს, როგორც ყველაფერს სკოლის საბჭოდან დაწყებული უნივერსიტეტებითა და სხვა უმაღლესი სასწავლებლებით დამთავრებული.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way