USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
Tbilisi
კანადის ყოფილ სკოლა-ინტერნატში კიდევ 182 საფლავი აღმოაჩინეს
Date:  5699

ბრიტანეთის კოლუმბიის ქალაქ კრანბრუკთან ახლოს მდებარე წმინდა ევგენის კანადის პანსიონში 182 ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

ნეშტი საზოგადოებამ Lower Kootenay Band (მკვიდრი ხალხი ბრიტანეთის კოლუმბიის აღმოსავლეთ კოუტენის რაიონში) რადარის მეშვეობით აღმოაჩინა.

ისინი ვარაუდობენ, 182 ადამიანის ნეშტი ეკუთვნის კტუნაქსას ერის წევრებს.

ზოგიერთი ნაშთი სამი-ოთხი მეტრის სიღრმეზე იყო დაკრძალული.

წმინდა ევგენის სკოლა 1890 წელს გაიხსნა. აღინიშნება, რომ აქ გრიპის, ყბაყურას, წითურას, ჩუტყვავილას და ტუბერკულოზის აფეთქებები მეორდებოდა. სკოლას კათოლიკური მისიონერული ორგანიზაცია Oblates of Mary Immaculate მართავდა, რომელიც 48 სკოლას ინახავდა. მათ შორის იყო ინდიელთა პანსიონი კამლუპსში. 1969 წელს ფედერალურმა მთავრობამ სკოლა დახურა. 2000 წელს შენობა გაიხსნა, როგორც St Eugene Resort, გოლფის მოედანი და კაზინო.

24 ივნისს კანადის ქალაქ კამლუპსში, ინდიელთა სკოლა-ინტერნატის მახლობლად კიდევ ასობით უცნობი საფლავი აღმოაჩინეს. მანამდე შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კანადაში, სასკაჩევანში ადგილობრივი მკვიდრი ბავშვების ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე, 750-მდე მეტი უსახელო საფლავი იპოვეს.

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ რომის პაპს კანადაში ჩასვლისკენ და კანადის მოსახლეობისთვის სკოლა-ინტერნატების ინციდენტში კათოლიკური ეკლესიის როლის გამო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, მაისში, კანადაში მდებარე ყოფილი სკოლა-ინტერნატის, Kamloops Indian Residential School-ის მახლობლად 215 ბავშვის ნეშტი იპოვეს. 

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way