USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Тбилиси
კანადის ქალაქ ვანკუვერში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა
дата:  707

კანადის ქალაქ ვანკუვერში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ინციდენტს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. დაკავებულია 30 წლის მამაკაცი, რომელიც ქუჩის ფესტივალის მსვლელობისას ავტომობილით ხალხის მასაში შეიჭრა.

პოლიცია დარწმუნებულია, რომ ინციდენტი ტერორისტული აქტი არ ყოფილა.

общество
ნაძალადევის რაიონის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების შერჩევა იწყება
ნაძალადევის რაიონის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების შერჩევა იწყება
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაცია ხვალიდან, 28 ოქტომბრიდან დაიწყება და 11 ნოემბრამდე გაგრძელდება. განცხადებისა და მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენის შემდეგ, შერჩეულ მოქალაქეებთან გასაუბრება ჩატარდება.
საბჭოს წევრი შეიძლება გახდეს ნაძალადევის რაიონში მცხოვრები (რეგისტრირებული) 18 წლის მოქალაქე, რომელსაც ამ რაიონის მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ნაძალადევის რაიონის გამგებლის ბრძანებით შექმნილი საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც ამავე რაიონში მცხოვრები მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული.
საბჭოს წევრებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ რაიონის, უბნისა და ქალაქის მართვაში. გამგებელთან და საკრებულოს წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ რაიონისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში. უზრუნველყონ ნაძალადევის რაიონში მცხოვრებთა ინტერესების დაცვა და მოსახლეობის საჭიროებები გააცნონ გამგეობის ხელმძღვანელობას.
მსურველებს განცხადების შევსება და მხარდამჭერთა ხელმოწერების შემოტანა შეუძლიათ ნაძალადევის რაიონის გამგეობის სერვისცენტრში, მისამართზე - დავით გურამიშვილის 25რ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати