USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
კანადაში ტყის ხანძრების შედეგად 3.8 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა, ნიუ-იორკში დღეს უფასო პირბადეების დარიგებას
дата:  

კანადაში ინტენსიური ტყის ხანძრების შედეგად დაბინძურებული ჰაერის გამო კანადასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მილიონობით ადამიანს, შენობებიდან გარეთ გასვლის დრო N95 პირბადეების გამოყენებას ურჩევენ.

კანადის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ადამიანებმა უნდა ატარონ პირბადეები, თუ მათ არ შეუძლიათ დარჩეს შენობაში. კვამლის დიდი ნაწილი კვებეკიდან მოდის, სადაც ხანძრის 150 კერაა. პროვინციაში 11 000-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა და კიდევ 4 000 ადამიანის ევაკუაციაა მოსალოდნელი.

ამასთან, ნიუ-იორკში დღეს უფასო პირბადეების დარიგებას დაიწყებენ. ნიუ-იორკის გუბერნატორმა, ქეითი ჰოჩულმა განაცხადა, რომ შტატის მცხოვრებლებს დღეს 1 მილიონ პირბადეს უფასოდ დაურიგებენ.

ტყის ხანძრებმა კანადაში უკვე 3.8 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია გადაწვა. თეთრი სახლის ინფორმაციით, კანადაში ადგილობრივი მეხანძრეების დასახმარებლად 600-ზე მეტი ამერიკელი მეხანძრე გაიგზავნა.

გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და კანადის პრემიერ- მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ სატელეფონო საუბარი გამართეს და არსებული ვითარება განიხილეს.

общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати