კანადამ და მექსიკამ, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების საპასუხოდ, აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქტებზე ტარიფების დაწესება გამოაცხადეს, - ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
„თეთრი სახლის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა, გაერთიანების ნაცვლად, ერთმანეთს დაგვაშორა“, - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ და დასძინა, რომ კანადა აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე, მათ შორის შორის ალკოჰოლსა და ხილზე, 25%-იან ტარიფს დააწესებს.
ტრუდოს თქმით, აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები „ეკონომიკურ ტკივილს“ გამოიწვევს და კანადელებს მოუწოდა, ამერიკული სერვისების და პროდუქტების ნაცვლად კანადური აირჩიონ.
ამასთან, აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფები გამოაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შინბაუმმაც.
„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ თეთრი სახლის ცილისწამებას იმის შესახებ, რომ მექსიკის მთავრობას კრიმინალურ ორგანიზაციებთან ალიანსები აქვს“, - განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეკონომიკის მინისტრს აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებზე რეაგირება დაავალა, რომელიც მოიცავს საპასუხო ტარიფებს და სხვა ზომებს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე 25%-იანი დამატებითი ტარიფის, ჩინეთიდან იმპორტზე კი 10%-იანი დამატებითი ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს. ამასთან, კანადიდან იმპორტირებული ენერგორესურსები, მათ შორის ნავთობი, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია, დამატებით 10%-ით დაიბეგრება.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.