USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Тбилиси
კანადა 107 მილიარდი დოლარის ამერიკულ საქონელზე 25%-იან ტარიფებს აწესებს
дата:  601

კანადა 107 მილიარდი დოლარის ამერიკულ საქონელზე 25%-იან ტარიფებს აწესებს, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

„კანადა ამ გაუმართლებელ გადაწყვეტილებას პასუხის გარეშე არ დატოვებს. თუ ამერიკული ტარიფები დღეს ღამიდან ამოქმედდება, მაშინ კანადა ხვალ, 00:01 საათიდან 155 მილიარდი კანადური დოლარის (107 აშშ დოლარი) ღირებულების საქონელზე 25%-იანი ტარიფების დაწესებით უპასუხებს“, - აცხადებს ჯასტინ ტრუდო.

ჯასტინ ტრუდოს ცნობით, 30 მილიარდის ღირებულების საქონელზე ტარიფები ძალაში მაშინვე შევა, ხოლო დარჩენილ 125 მილიარდის ღირებულების ამერიკულ საქონელზე ტარიფები 21 დღის შემდეგ ამოქმედდება.

„ჩვენი ტარიფები ძალაში დარჩება იქამდე, სანამ აშშ სავაჭრო ტარიფებს უკან არ გაიწვევს და თუ აშშ-ის ტარიფები არ გაუქმდება, ჩვენ აქტიურ და მუდმივ დისკუსიაში ვართ პროვინციებთან და ტერიტორიებთან არასატარიფო ზომების გასატარებლად“, - აღნიშნა ტრუდომ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე დაწესებული 25%-იანი ტარიფები ძალაში დღეს შევიდა.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати