USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
კამალა ჰარისი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავაერთიანო „დემოკრატიული“ პარტია, გავაერთიანო ჩვენი ერი დონალდ ტრამპის დასამარცხებლად
თარიღი:  

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის მხარდაჭერის მიღება მისთვის დიდი პატივია.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. გავრცელებულ განცხადებაში ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გადადგა. ბაიდენმა მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.

„ჩემი მიზანია მოვიპოვო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატურა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავაერთიანო „დემოკრატიული“ პარტია, გავაერთიანო ჩვენი ერი დონალდ ტრამპის დასამარცხებლად. არჩევნებამდე 107 დღე დაგვრჩა. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა კამალა ჰარისმა.

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის