USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
კამალა ჰარისი - სრულად ვუჭერ მხარს პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ამერიკელი სამხედროებისთვის გაცემულ ბრძანებას, ირანული რაკეტები ჩამოეგდოთ
თარიღი:  481

ირანი არის დესტაბილიზაციის გამომწვევი, საშიში ძალა ახლო აღმოსავლეთში და ისრაელზე თავდასხმა მხოლოდ ამ ფაქტს ადასტურებს, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა კამალა ჰარისმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯო ბაიდენთან და ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ერთად ადევნებდა თვალს ისრაელზე თავდასხმას და სრულად უჭერს მხარს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ისრაელს ირანის მიერ გაშვებული რაკეტების ჩამოგდებაში დახმარებოდნენ.

„სრულად ვუჭერ მხარს პრეზიდენტ ბაიდენის მიერ გაცემულ ბრძანებას აშშ-ის სამხედროებისთვის, ჩამოეგდოთ ირანული რაკეტები, რომელთა სამიზნე ისრაელი იყო, ისევე როგორც ეს აპრილში გავაკეთეთ“, - აღნიშნა კამალა ჰარისმა.

მისი თქმით, ისრაელის უსაფრთხოებისადმი მისი ერთგულება ურყევია.

„პირველადი მინიშნებები იმაზე მეტყველებს, რომ ისრაელმა ჩვენი დახმარებით შეძლო ამ შეტევის დამარცხება. ჩვენი ერთობლივი თავდაცვა იყო ეფექტური და ამ ოპერაციამ და წარმატებულმა თანამშრომლობამ გადაარჩინა მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე. ჩემი ერთგულება ისრაელის უსაფრთხოებისადმი ურყევია“, - აღნიშნა ჰარისმა.

მისი თქმით, ირანი საფრთხეს მხოლოდ ისრაელისთვის არ წარმოადგენს.

„ირანი საფრთხეს არ წარმოადგენს მხოლოდ ისრაელისთვის. ირანი ასევე საფრთხეს უქმნის ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს რეგიონში, ამერიკის ინტერესებსა და უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას მთელს რეგიონში, რომლებიც იტანჯებიან ირანში დაფუძნებული და მის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტი მარიონეტების ხელში“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის