USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
კამალა ჰარისი - დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა
дата:  470

დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა, იმიტომ, რომ პუტინის დღის წესრიგში არ არის მხოლოდ უკრაინა, - ამის შესახებ აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა მეტოქესთან, „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატსა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.

„გასაგებია, რატომ არიან ევროპელი მოკავშირეები და ჩვენი ნატო-ელი მოკავშირეები ასე მადლიერები, რომ თქვენ აღარ ხართ პრეზიდენტი და რომ ჩვენ გვესმის მსოფლიოში უდიდესი სამხედრო ალიანსის, ნატო-ს მნიშვნელობა და რაც გავაკეთეთ იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა ზელენსკის და უკრაინელების უნარი, თავიანთი დამოუკიდებლობისთვის ებრძოლათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი კიევში იჯდებოდა და თვალი დანარჩენი ევროპისკენ ეჭირებოდა, დაწყებული პოლონეთიდან“, - აღნიშნა ჰარისმა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი დიქტატორია.

"ის დიქტატორია, რომელიც ლანჩზე შეგჭამთ", - მიმართა ჰარისმა ტრამპს.

დებატების დროს უკრაინის ომთან დაკავშირებით საუბრისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ვერ უზრუნველყო მშვიდობა მას შემდეგ, რაც გაგზავნეს უკრაინისა და რუსეთის ლიდერებთან მოლაპარაკებისთვის, რაზედაც ჰარისმა უპასუხა, რომ ის შეხვდა არა ვლადიმერ პუტინს, არამედ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

„რეალობა ისაა, რომ ამერიკა ყოველთვის უნდა დადგეს, როგორც ლიდერი, რომელიც იცავს საერთაშორისო წესებსა და ნორმებს. როგორც ლიდერი, რომელიც ავლენს ძალას, გვესმის, რომ ალიანსები, რომლებიც ჩვენ გვაქვს მთელს მსოფლიოში, დამოკიდებულია ჩვენს უნარზე, გავუფრთხილდეთ ჩვენს მეგობრებს და არ მივცეთ უპირატესობა ჩვენს მტრებს, რადგან თქვენ ეთაყვანებით ძლიერებს, ნაცვლად იმისა, რომ ზრუნავდეთ დემოკრატიაზე,”- განაცხადა ჰარისმა დონალდ ტრამპის საპასუხოდ.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати