USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
კალიფორნიის გუბერნატორი ტრამპზე - ძალადობის წაქეზება და პროვოცირება, ქაოსის შექმნა, ოპონენტების დაპატიმრება - ეს დიქტატორის ქმედებებია და არა პრეზიდენტის
Date:  147

კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის განლაგებასთან დაკავშირებით უკანონოდ მიიჩნევს და ამ ბრძანების გაუქმებას ითხოვს.

ნიუსომმა ტრამპი კრიზისის შექმნის მცდელობასა და კალიფორნიის შტატის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა.

„ოფიციალურად მოვითხოვე ტრამპის ადმინისტრაციისგან, გააუქმოს ჯარების უკანონო განლაგება ლოს-ანჯელესის ოლქში. არ გვქონია პრობლემა, სანამ ტრამპი არ ჩაერთო. ეს არის შტატის სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევა. გააუქმეთ ბრძანება. დაუბრუნეთ კონტროლი კალიფორნიას“, - განაცხადა ნიუსომმა.

მისი მტკიცებით, ტრამპის ქმედებები დიქტატორის ქმედებებია და არა პრეზიდენტის.

„ძალადობის წაქეზება და პროვოცირება, მასობრივი ქაოსის შექმნა, ქალაქების მილიტარიზაცია, ოპონენტების დაპატიმრება - ეს დიქტატორის ქმედებებია და არა პრეზიდენტის“, - დაწერა მან X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

თეთრმა სახლმა ნიუსომის კომენტარი გააპროტესტა და განაცხადა, რომ „ყველამ დაინახა ქაოსი, ძალადობა და უკანონობა“.

შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტებთან დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა. ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია „რადიკალურ მემარცხენე საპროტესტო აქციებს, რომლებშიც ადამიანები ანაზღაურების სანაცვლოდ მონაწილეობენ, არ მოითმენს“.

tbilisi
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way