USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
კალათბურთი - საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ფინეთი 81:64 დაამარცხა
Date:  1637

ევროპის 2025 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის მეოთხე ტურში, G ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ფინეთი 81:64 დაამარცხა.

ტაბლოზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო მატჩი 48 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა მოედანზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ბოლდუინი, სანაძე, ფევაძე, შენგელია, შერმადინი. საქართველოს ნაკრებმა ისევე როგორც ესპოოში ჩატარებული შეხვედრა, თამაში მძიმედ დაიწყო, სტუმრები 9 ქულით დაწინაურდნენ, პირველი მეოთხედი კი 21:17 მოგვიგეს. შენგელიასთან ერთად ჩინებულად ირჯებოდა ბოლდუინი, აგრეთვე სანაძე, რომელთა ძალისხმევით დავწინაურდით კიდეც, თუმცა პირველი ტაიმი 38:40 წავაგეთ.

დიდი შესვენების შემდეგ ქართველი კალათბურთელები დაცვაშიც უკეთ თამაშობდნენ, შეტევაშიც, არც მეტოქე გვიდებდა ტოლს, ფარს კვლავ გვიგედბდნენ, თამაში ქულა ქულაში წავიდა. ანდრონიკაშვილმა ზედიზედ ორჯერ ჩაჭრა ბურთი და 5 ქულით გავედით წინ, ხოლო დასკვნითი პერიოდის წინ ტაბლოზე 55:53 დაფიქსირდა. მეოთხე მეოთხედში უკვე საქართველოს ნაკრები დომინირებდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენი გუნდიდან 25 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, ბოდუინმა 22 ქულა ჩააგდო (8 მოხსნა, 5 პასი), 12 სანაძემ, 9 ბურჯანაძემ, 6 ანდრონიკაშვილმა, 5 შერმადინმა, 2 კი ფევაძემ.

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way