USD 2.7085
EUR 3.1462
RUB 3.3432
Tbilisi
კალაძე - ტრამვაის პირველი ხაზი იქნება დიდი დიღმიდან დიდუბის მიმართულებით, დარწმუნებული ვარ შევძლებთ, გავაგრძელოთ ტრამვაის ხაზების მშენებლობა თბილისის მასშტაბით
Date:  253

დარწმუნებული ვარ შევძლებთ, მხოლოდ ერთი პროექტით არ შემოვიფარგლოთ და გავაგრძელოთ ტრამვაის ხაზების მშენებლობა თბილისის მასშტაბით. ეს მნიშვნელოვანი ტრანსპორტი, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში წაართვეს თბილისს და თბილისელებს, დავაბრუნოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ახალი ტრამვაი დიდი დიღმიდან დიდუბის მიმართულებით იმოძრავებს.

„ჩვენ დავაანონსეთ ახალი ტრამვაის ხაზის მშენებლობა, პირველი ხაზი იქნება დიდი დიღმიდან დიდუბის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ შევძლებთ, მხოლოდ ამ ერთი პროექტით არ შემოვიფარგლოთ, გავაგრძელოთ ტრამვაის ხაზების მშენებლობა თბილისის მასშტაბით. ეს მნიშვნელოვანი ტრანსპორტი, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში წაართვეს თბილისს და თბილისელებს, დავაბრუნოთ“,- აღნიშნა კალაძემ.

Survey
By the way