USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
Tbilisi
კალაძე - მიწისზედა მეტროს პროექტი დროებით შევაჩერეთ, რადგან ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტული „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურების ხაზების დაგრძელებაა
Date:  662

ევროპულმა კომპანიებმა კვლევა ჩაატარეს და მიწისზედა მეტროს პროექტი, დაახლოებით, 300 მლნ ევრო დაჯდებოდა - როდესაც დავიწყეთ მსჯელობა, რამდენად სწორი იქნება ამ პროექტში ამხელა თანხის დახარჯვა, მაშინ როდესაც გადაუდებელი აუცილებლობაა „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურების ხაზების დაგრძელება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პროექტი დროებით შეგვეჩერებინა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კალაძის თქმით, მერიას რომ დაეწყო აღნიშნული პროექტის განხორციელება, „მაშინვე წამოვიდოდა კრიტიკა და კითხვები თუ, რატომ გადავდგით ნაბიჯი და რატომ ვხარჯავთ ამდენ თანხას, მაშინ როდესაც არის სხვა პრიორიტეტები და აუცილებლობები“.

„მიწისზედა მეტროსთან დაკავშირებით არაერთი განმარტება გვაქვს გაკეთებული. აღნიშნული ინიციატივა ყოფილ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის. მუნიციპალიტეტს კი ბაზრის შესწავლა, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების გაკეთება, პროექტის მომზადება დაევალა. ჩვენ დავიქირავეთ ევროპული კომპანიები, რომლებმაც კვლევა დადეს და პროექტი დაახლოებით, 300 მლნ ევრო დაჯდებოდა. როდესაც დავიწყეთ მსჯელობა, რამდენად სწორი იქნება ამ პროექტში ამხელა თანხის დახარჯვა, მაშინ როდესაც გადაუდებელი აუცილებლობაა „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურების ხაზების დაგრძელება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პროექტი დროებით შეგვეჩერებინა. იმიტომ, რომ არსებობს პრიორიტეტები, არსებობს დათვლა, რამდენი ადამიანი იმგზავრებდა ამ ხაზით, რამდენი ადამიანი იმგზავრებს იმ შემთხვევაში, როდესაც დაგრძელდება „ვარკეთილის“ ხაზი, მეტრო „ახმეტელის“ ხაზი და ა.შ. ჩვენ რომ გადაგვედგა ნაბიჯი ეს საზოგადოებისთვის ხომ ცნობილი იქნებოდა, რა თანხები იხარჯებოდა აღნიშნულ პროექტზე. ცნობილი იქნებოდა, აღნიშნული მეტროს ხაზი, რამდენ ადამიანს მოემსახურებოდა. რა თქმა უნდა, მაშინვე წამოვიდოდა კრიტიკა და კითხვები თუ, რატომ გადავდგით ნაბიჯი და რატომ ვხარჯავთ ამდენ თანხას, მაშინ როდესაც არის სხვა პრიორიტეტები და აუცილებლობები“,- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ვაკის პარკს, დედაქალაქის მერის თქმით, ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია და დარჩენილია ე.წ. კასკადის პროექტი, რომელსაც უცხოური კომპანია შეასრულებს.

„ვაკის პარკი ერთ-ერთი მსხვილი რეკრეაციული სივრცეა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი. სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია, დარჩენილია ე.წ. კასკადი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, საქართველოში ვერ მოიძებნა კომპანიები, ვინც აღნიშნულ პროექტს განახორციელებდა და შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებდა. ჩემი მოადგილე ანდრია ბასილაია აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში და უცხოელების ჩართულობით, წარმოდგენილია პროექტი, რომელიც მომდევნო წლებში განხორციელდება. ამით ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა უპასუხა შეკითხვას ყოფილი იპოდრომის ადგილზე ცენტრალური პარკის მოწყობისა და მიწისზედა მეტროს პროექტის შესახებაც.

„იპოდრომის პარკის მოწყობის პროექტს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ახორციელებს და ამისთვის ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მინდა მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო. წინა ხელისუფლების პირობებში, იპოდრომი გასხვისებული იყო და საცხოვრებელი კორპუსების აშენება იგეგმებოდა. ბიძინა ივანიშვილმა ტერიტორია გამოისყიდა და მიმდინარეობს პარკის მოწყობა. როგორც კი სამუშაოები დასრულდება, ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადმოეცემა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way