USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
კალაძე - გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N110–N112 კორპუსებთან რეკრეაციული სივრცე მოწყობა
თარიღი:  808

გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N110–N112 კორპუსებთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამუშაოები ერთ ჰექტრამდე ტერიტორიაზე განხორციელდება.

„გლდანის რაიონის გამგეობამ კიდევ ერთი პროექტის განხორციელება დაიწყო. კერძოდ, მეოთხე მიკრორაიონის N110–N112 კორპუსებთან რეკრეაციული სიცრცე ეწყობა. საუბარია ერთ ჰექტრამდე ტერიტორიაზე. ამ ადგილას მოსახლეობასთან შეთანხმებით, იხსნება უკანონო შემოღობვები და ტერიტორია სრულად კეთილმოეწყობა.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ადგილობრივებს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. რაც გაკეთდება, ამ ინფრასტრუქტურას, პირველ რიგში, თქვენ და თქვენი შვილები გამოიყენებთ. მოეწყობა ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე. ყველაფერი მოეწყობა ჩვენი მიდგომის შესაბამისად: სკვერში იქნება მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ყველა თაობის ადამიანმა დაისვენოს, განიტვირთოს, ივარჯიშოს და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის