USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
კალაძე - არავის მოგვწონს ის ვითარება, რაც მეტროსადგურებშია
дата:  567

არავის მოგვწონს ის ვითარება, რაც მეტროსადგურებშია - 2019 წელს მეტრო-ავტობუსით განხორციელდა 278 მილიონი მგზავრობა, ეს რიცხვი 2024 წელს 320 მილიონამდე გაიზარდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში სხდომაზე განაცხადა, სადაც კახა კალაძე მერიის წლიურ ანგარიშს წარადგენს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ საცობები გვაქვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებების გარეშე უნდა გადაადგილდებოდეს.

„გამოცხადდა ტენდერი 12 მეტროსადგურის კონცეპტუალური დიზაინისა და თანამედროვე სტანდარტის 97 ერთეული ახალი ვაგონის შესაძენად. ზოგადად, მეტროსადგურების განახლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. არავის მოგვწონს ის ვითარება, რაც მეტროსადგურებშია. სამწუხაროდ, ქართულ კომპანიებს პრობლემები აქვთ ამ თვალსაზრისით. ტენდერი მოგვცემს საშუალებას საერთაშორისო კომპანიებმაც მიიღონ მონაწილეობა მეტროსადგურების განახლება-რეაბილიტაციის სამუშაოებში. გამოცხადდა ტენდერი თანამედროვე სტანდარტების 98 ერთეული ახალი ვაგონის შესაძენად, დაახლოებით 200 მილიონი ევრო იქნება დახარჯული. 2019 წელს განხორციელდა 278 მილიონი მგზავრობა მეტრო-ავტობუსით, ხოლო ეს რიცხვი 2024 წელს გაიზარდა 320 მილიონამდე. ასევე 4.5-ჯერ გაიზარდა 2019 წელთან შედარებით მიკროავტობუსებში მგზავრობა, 20 მილიონიდან 84 მილიონ მგზავრამდე გაიზარდა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი. ყველაზე კომფორტული იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ საცობები გვაქვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებების გარეშე უნდა გადაადგილდებოდეს“,- აღნიშნა კალაძემ.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати