USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
კახი კალაძემ სამტრედიაში ნიკურაძეების მრავალშვილიან ოჯახს სახლი შეუძინა, გასაღები ოჯახს მისმა ვაჟმა ლევან კალაძემ გადასცა
თარიღი:  1288

კახი კალაძის სამტრედიელებისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ტრადიციული საჩუქარი, საზეიმო კონცერტი წელსაც რამდენიმე ოჯახის საცხოვრისით დაკმაყოფილებით დაგვირგვინდა და ოთხ მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა.

ამის შესახებ სამტრედიელებს საზეიმო კონცერტზე სცენიდან აუწყა მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ.
ნიკურაძეების მრავალშვილიან ოჯახს სახლი კახა კალაძემ შეუძინა ,გასაღები ოჯახს მისმა ვაჟმა ლევან კალაძემ გადასცა.
ძიძიგურებს მრავალშვილიანი ოჯახი ,,არქიმ" დაასაჩუქრა.
ბახტაძეების ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა სამკერვალო ფაბრიკამ ,, ანაბეჭი" უზრუნველყო.

ჯიბლაძეებს კი საცხოვრებელი ბიზნესმენმა ლევან თარგამაძემ შეუძინა.

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის