USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
კახი კალაძემ დედაქალაქში საპრივატიზაციო ნუსხის გაზრდის დავალება გასცა
Date:  966

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო,  დედაქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გადაიდება. იმისათვის, რომ ქალაქის ბიუჯეტი გაიზარდოს, კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ საპრივატიზაციო ნუსხა რაც შესაძლებელია გაიზარდოს.

როგორც კალაძე ამბობს, ის პროექტები, რომლებიც დღეს ვერ დაიწყება, არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ არ განხორციელდება.

“მინდა, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ რაც შეიძლება კიდევ მოვიძიოთ, ეს შეიძლება იყოს: მიწები, შენობა-ნაგებობები, იმისთვის, რომ მოხდეს გაყიდვა და თანხების შემოსვლა. იმიტომ, რომ შემოსავლების ნაწილში სერიოზული კლება და სერიოზული პრობლემები გვაქვს. მე მესმის, რომ ბევრი რაღაც არსებული ვითარებიდან გამომდინარე დახურულია, ჯერ კიდევ არ არის ის ეკონიმიკური აქტივობები, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ბიუჯეტისთვის. შესაბამისად, მოიძიეთ ყველაფერი, იმისთვის, რომ გავზარდოთ შემოსავლები.  ჩავრთოთ ბიზნესსექტორი.  რაც გვაქვს შესაძლებლობა საპრივატიზაციო ნუსხა, კიდევ უფრო გავზარდოთ, იმისთვის რომ გვქონდეს მეტი შემოსავალი და ამით შევძლებთ მეტი პროექტის განხორციელებას და უფრო მეტი ადამიანის დახმარებას”, — განაცხადა კალაძემ.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way