USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
კახი კალაძე: სპორტის სასახლესთან ბარაკების ნაცვლად სკვერი გაკეთდება
თარიღი:  988

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყვარჩელის ქუჩაზე მდებარე ბარაკები სკვერით შეიცვლება. ამის შესახებ კალაძემ მუნიცილაიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი განცხადებით, მერია ბარაკების მეპატრონეებს მოელაპარაკა და შეთანხმდნენ, რომ ამ ოჯახებს საცხოვრებელი ფართით სხვა ტერიტორიაზე დააკმაყოფილებენ. 1 500 კვადრატულ მეტრს კი მუნიციპალიტეტი აითვისებს.

“ჩვენ ვიწყებთ ამ ბარაკების დანგრევას და ამ ადგილზე აშენდება პატარა სკვერი, სადაც იქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ იმის საშუალება, რომ თავიანთი შვილები ჩამოიყვანონ და სკვერში გაასეირნონ, რადგან ასეთი პროექტი არ არსებობს. უბრალოდ სკვერი არ არსებობს, პარკი არ არსებობს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ტროტუარიც კი არ არსებობს, რომ ადამიანებმა ნორმალურად გაიარონ. არის მხოლოდ აბლანდულ-დაბლანდული გზები, რაც პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად ეს კონკრეტული სივრცე გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ გაკეთდეს სკვერი იქ მცხოვრები ადამიანებმა დაისვენონ, განიტვირთონ და ა.შ. ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე კორპუსების აშენება არ და ვერ მოხდება”, – განმარტა კალაძემ.

მერის თქმით, პროეტქს საბურთალოს რაიონის გამგეობა განახორციელებს.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის