USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
კახი კალაძე: ჭავჭავაძის, ბარათაშვილის ქუჩისა და ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩენის რეაბილიტაცია სრულდება
თარიღი:  868

დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქრუტურულ სამუშაოებზე ისაუბრა როგორც გლდანის რაიონის ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციაზე, ასევე ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

„პირველი დავიწყებ გლდანიდან. თქვენ იცით, რომ ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია დავიწყეთ. მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დღეს უკვე ორივე ამსვლელ-ჩამსვლელი ქუჩა, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩები დასრულებულია ზედა ფენებში. ძირითადი სამუშაოები საგზაო ინფრასტრუქტურის რაც იყო, ყველაფერი არის დამთავრებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად პროექტი არის დასრულებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის განმარტებით, ამ დროისთვის, ასევე აპ პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს შშმ პირებისთვის პანდუსების მოწყობის სამუშაოები. მისივე განცხადებით, სრულდება ველობილიკების მოწყობა და ასევე, უსაფრთხოების კუნძულების სამუშაოები, რომელიც, მერის თქმით, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება.

„ბოლოს უკვე მოხდება დახაზვითი სამუშაოები – იქნება საავტობუსე შესაბამისი ზოლები. მთლიანად შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ინფრასტრუქტურა და განსხვავებულად იმოძრავებენ ავტობუსები. თუმცა, საგზაო ნაწილში მოასფალტება, მთლიანად, ორივე ცენტრალურ ქუჩაზე არის დასრულებული. ის სამუშაოები, რაზეც ახლა ვსაუბრობდი, პარალელურად გაგრძელდება და 10 დღის ვადაში მთლიანად იქნება დასრულებული“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ასევე დასრულებულია ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც, მისივე შეფასებით, არ იყო კარგ მდგომარეობაში.

„ასევე პანდუსის ნაწილიც, რომელიც ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და პრობლემას წარმოადგენდა ავტობუსებისთვის, პრობლემას წარმოადგენდა კერძო ავტომობილებისთვის, მთლიანად იქნა განახლებული ის მონაკვეთი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. აქაც უკვე მოასფალტება მთლიანად დასრულებულია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, ამ დროისთვის, ქუჩაზე ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება და ადაპტირდება შშმ პირთათვის. მერის თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე მთლიანად შეიცვლება გარე განათების ბოძები და დაყენდება LED სანათები, რომელიც, კალაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს სამუშაოებიც პარალელურად მიმდინარეობს, თუმცა საგზაო ინფრასტრუქტურა უკვე დასრულებულია.

„მინდა ასევე რამდენიმე სიტყვა გითხრათ ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით. დღეს, ამ წუთში უკვე დაიწყო, ბოლო ფენის დაგება, მოასფალტება ის დარჩენილი მონაკვეთი ვაკის პარკამდე ორი დღის განმავლობაში, ორშაბათამდე მთლიანად იქნება დასრულებული. პარალელურად, რა თქმა უნდა, გრძელდება ტროტუარების მოწყობითი სამუშაოები, გამწვანებითი სამუშაოები და ბოლო ეტაპზე უკვე იქნება დახაზვები, რადგან ახალ ასფალტზე არ შეიძლება საღებავის გადასმა იმიტომ, რომ ძალიან მალე შეიძლება დაზიანდეს. ამიტომ გარკვეული დრო დასჭირდება ამ პროცესს და შემდეგ უკვე მოხდება დახაზვითი სამუშაოები, განათების ბოძების შეცვლა და ახალი განათების ბოძებისა და LED სანათების დაყენება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქალაქის მერის შეფასებით, გამზირი საინტერესო გამოდის. მისი თქმით,  ჭავჭავაძის გამზირზეც ავტობუსებისთვის შესაბამისი ზოლებია გამოყოფილი იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ყველანაირი შეფერხების გარეშე, უპრობლემოდ შეძლოს გადაადგილება.

„ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე პოპულარული, ყველაზე კომფორტული საშუალება გადაადგილების ქალაქში“, – განმარტა კალაძემ.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის