USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
კახი კალაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, მერობის კანდიდატად ზურაბ პოლოლიკაშვილის შესაძლო წარდგენის შესახებ
дата:  409

თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტების კითხვაზე იქნება თუ არა მერობის კანდიდატი შემოდგომაზე, თვითმმართველობის არჩევნების დროს, კონკრეტულ პასუხს არ იძლევა.

კალაძეს ჟურნალისტმა რამდენჯერმე ჰკითხა, აპირებდნენ თუ არა „ოცნებაში“ კანდიდატად მის დასახელებას და მონაწილეობს თუ არა ის კონსულტაციებში. რაზეც კალაძე პასუხობს, რომ არჩევნებამდე 7 თვეა დარჩენილი და კანდიდატების დასახელება ჯერ ადრეა.

„ვიღებ კონსულტაციებში მონაწილეობას, რომ შევარჩიოთ სხვადასხვა რაიონებში საკრებულოს წევრები, მერები ვინ იქნებიან. ეს არის პროცესი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს. რაც შეეხება კანდიდატს ერთი თვით, თვე-ნახევრით ადრე არჩევნებამდე, როგორც წესი, კანონის თანახმად ცხადი იქნება ყველაფერი,“ – ამბობს ის.

დამატებით კითხვებზე კალაძე კვლავ იმეორებს, რომ პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს.

„ჩემი პოზიცია, ვასრულებ ჩემს საქმიანობას. შესაბამისად, როდესც გადაწყვეტილება იქნება პარტიაში მიღებული ერთი თვით ადრე ვე-ნახევრით ადრე, ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის,“ – ამატებს ის.

ტელეკომპანია „ფორმულამ“ გუშინ თქვა, რომ მისი ინფორმაციით „ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად ზურაბ პოლოლიკაშვილს განიხილავს. ამაზე კალაძემ თქვა, რომ – „ტყუილია, სიცრუეებს ავრცელებთ,“.

რაც შეეხება უშუალოდ პარტიას, „ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ კანდიდატების შესარჩევად ტექნიკური დეტალების განხილვა უკვე დაიწყო.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати