USD 2.7015
EUR 3.1697
RUB 3.4107
Tbilisi
კახი კალაძე - ასე როგორ შეიძლება გძულდეთ საკუთარი ქალაქი, რომ მუდამ დესტრუქციაზე ფიქრობდეთ?!
Date:  1126

თბილისის მერი კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს მიმართავს და აცხადებს, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფთან“ დაკავშირებით, საზოგადოებამ არაერთი სიცრუე მოისმინა.

როგორც მან სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას აღნიშნა, დღეს კომპანიის ყველა თანამშრომელი სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა.

„გუშინ ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინეთ. გაკვირვებული ვიყავი მათი მოთხოვნებით, პროტესტის შინაარსით. თან თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი სამუშაოს დაუბრუნდა, მიდიოდა მათი ბულინგი, შეურაცხყოფა, რამდენიმეს ფიზიკურადაც შეეხნენ, რაც ძალიან ცუდია. ამის მერე, ვიხილეთ პარალიზებული თბილისის ხილვით გახარებული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გადავსებულ ნაგვის ბუნკერებთან და ცოტა მოგვიანებით, უკვე დასუფთავებაზე გასულებს, როგორ გვიშლიდნენ ხელს და ცდილობდნენ პროვოკაციის მოწყობას. მართლა რა გჭირთ და რა დაგემართათ?! ასე როგორ შეიძლება გძულდეთ საკუთარი ქალაქი, ქვეყანა, ხალხი, რომ მუდამ დესტრუქციაზე ფიქრობდეთ?! როგორ შეიძლება დედაქალაქს ეძახდე აყროლებულ ქალაქს და ხარობდე ნაგვის გადავსებული ქუჩების ხილვით?!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ცილისწამება მოიმატებს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერია კონკრეტული საქმეებითა და პროექტებით უპასუხებს.

„ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, არ შევდივარ პოლიტიკურ ოპონენტებთან დავაში პოლიტიკურ თემებზე, მაგრამ არასდროს მოგცემთ უფლებას პროვოკაცია მოუწყოთ თბილისელებს, შელახოთ და ფეხქვეშ გათელოთ თბილისის იმიჯი. ამ ბრძოლაში ვიყავი და ვარ უკომპრომისო. ნაგვის გატანა ღირსეული საქმეა და ამას აუცილებლად ყოველთვის გავაკეთებთ. ყოველთვის დავუდგებით ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს გვერდით. ჩვენი საარჩევნო კამპანიის ნაწილი, რა თქმა უნდა, არ იქნება ის მეთოდები, რასაც თუნდაც თქვენ ჩვენთან მიმართებაში იყენებთ. ჩვენ დავდგებით ყველაფერზე მაღლა და იმ ბოროტებას, სიბინძურეს და ცილისწამებას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, კიდევ უფრო მეტი იქნება, ამ ყველაფერს კონკრეტული საქმეებით - გაკეთებული, განხორციელებული პროექტებით და სამომავლო გეგმებით ვუპასუხებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

tbilisi
თელასი - სამგორის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 23 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის,  ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, ქიზიყის, რკინიგზის, თვალჭრელიძის და ლორთქიფანიძის ქუჩების  მოსახლეობას. 

See all
Survey
By the way